როგორ მოვამზადოთ ტკბილი ფლავი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ტკბილი ფლავი

 

ბრინჯი მოხარშეთ მარილიან წყალში. ერთ ნახევარი ერთეული ერთ ერთეულ ბრინჯზე. ბრინჯი არ უნდა იყოს ბოლომდე მოხარშული. იტალიელები ამ ტექსტურას უწოდებენ '' ალდენტე'' .

 

ბრინჯი მოათავსეთ თუშფალანგზე, გადაავლეთ ცივი წყალი და დაწურეთ. ნიგოზი მსუბუქად მოხალეთ. ქიშმიში ჩაალბეთ წყალში და გადაწურეთ. ბრინჯი შეგიძლიათ მსუბუქად მოხალოთ ტაფაზე.

 

ქვაბის ძირზე მოათავსეთ ლავაშის ფირფიტა, ზევიდან მოაყარეთ ბრინჯის რაოდენობის 1/4, დააყარეთ შაქარი, ნიგოზი, ქიშმიში, გარგლის ჩირი, ნიგვზის ლებნები, მოასხით ზეთი და დაამატეთ ზაფრანა, მოფენილი მთელი ზედაპირზე.

 

იგივე გაიმეორეთ სხვა ფენების შემთხვევაში.

 

ქვაბს დაახურეთ ტილო და თავსახური, დადგით დაბალ ცეცხლზე. 15 წუთში ტკბილი ფლავი მზად იქნება.

 

ცივ მდგომარეობაში შეგიძლიათ დაამატოთ ფლავს წვრილ კუბებად დაჭრილი ვაშლი.