კულინარია

რეცეპტები

როგორ მოვამზადოთ ქადა

ავტორი: თაკო კარკალაია

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • ფქვილი 3-4 ჭიქა + 1/2 ჭიქა
  • მარგარინი 250 გრ.
  • კარაქი 300 გრ.
  • მაწონი 500 მლ.ლ.
  • სოდა 1 ჩ.კ.
  • ვანილი 1 ან 2 შეკვრა
  • კვერცხი 2 ცალი.
  • ნიგოზი 100 გრ.
  • ქიშმიში 100 გრ.

საფეხურები

  1. 1 პირველ რიგში მოვზილოთ ცომი. 3-4 ჭიქა ფქვილი და მარგარინი ავსრისოთ. მიღებული მასა ჩავაღრმავოთ, ჩავასხათ მაწონი სოდით და მოვზილოთ რბილი ცომი.
  2. 2 1/2 ჭიქა ფქვილს და შაქარს შევურიოთ დარბილებული კარაქი, დავუმატოთ ნიგოზი, ქიშმიში და ვანილი.
  3. 3 მოზელილი ცომი გავყოთ 4 ნაწილად, გავაბრტყელოთ 1 სმ სისქეზე, წავუსვათ ტკბილი შიგთავსი და გადავახვიოთ რულეტად, წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და დავჭრათ ნაჭრებად.
  4. 4 გამოვაცხოთ ჰაერღუმელში 30 წთ. 180 200 გრადუს ტემპერატურაზე.