
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- შავი ქლიავის ჩირი 10 ცალი.
- ნუში 10 ლებანი.
- ნაბეღლავი 1 ჩ.კ.
- კვერცხის გული 1 ცალი.
- ფქვილი 100 გრ.
- შაქრის ფხვნილი 3 ს.კ.
- ზეთი 200 გრ.
საფეხურები
- 1 ნაბეღლავი, კვერცხის გული, ფქვილი და შაქრის ფხვნილი შევურიოთ ერთმანეთში. ცომის მასა უნდა იყოს სქელი, არაჟნის კონსისტენციის.
- 2 ქლიავის ჩირში ჩავდოთ კანგაცლილი ნუში, ამოვავლოთ ცომი და შევწვათ ზეთში. შეწვსას, ზეთი უნდა ფარავდეს მასას.
- 3 მიღებულს ზემოდან მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი. მოცემული დესერტი უნდა მიირთვათ თბილ მდგომარეობაში.