
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ხბოს ან ღორის გულღვიძლი. 600-800 გრ.
- ხახვი 330 გრ.
- ნიორი 5 კბილი.
- ცოცხალი ქინძი 30 გრ.
- რეჰანი 20 გრ.
- ხმელი ქონდარი 2 ჩ.კ.
- კარაქი 80 გრ.
- დაფნის ფოთოლი 1 დიდი ან 2 პატარა ფოთოლი
- მწვანე წიწაკა 1 ცალი.
- შავი პილპილი დ მარილი გემოვნებით.
- თეთრი ღვინო 100 მლ.ლ.
საფეხურები
- 1 გულ-ღვიძლი გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. ხახვი დავჭრათ წვრილად. მწვანილი, მწვანე წიწაკა და ნიორი დავნაყოთ ან დავჭრათ წვრილად.
- 2 პირველ რიგში, მოვშუშოთ ხახვი კარაქში და დავასხათ ღვინო, 5 წუთის შემდეგ დავამატოთ დაჭრილი გულ-ღვიძლი და ვამზადოთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში.
- 3 შემდეგ დავამატოთ გადადუღებული წყალი ან ბულიონი დაახლოებით 1 ჩაის ჭიქა. ყაურმა არ უნდა იყოს ძალიან წვნიანი.
- 4 ბოლოს დავამატოთ მწვანილი, ხმელი ქონდარი, მწვანე წიწაკა, ნიორი, ხელით დაფშვნილი დაფნა, მარილი და შავი პილპილი.
- 5 სეზონზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოცხალი ქონდარი 20 გრამის ოდენობით.