როგორ მოვამზადოთ სოკოს შილაფლავი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ სოკოს შილაფლავი

 

თავიდანვე საჭიროა ავღნიშნოთ, რომ ქამა სოკოს გამოყენება ამ კერძში არ არის აუცილებელი. შესაძლოა ნებისმიერი არომატული სოკოს გამოყენება. ასევე კარგ შედეგს იძლევა სხვადასხვა ჯიშის სოკოს გამოყენება.

 

სოკო უნდა გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ. ხახვი წვრილად დავკეპოთ. ბრინჯი სასურველია გავრეცხოთ და გავაჩეროთ წყალში ერთი საათის განმავლობაში.

 

ქვაბში ჩავასხათ ზეთი, ოდნავ გავაცხელოთ და ჩავყაროთ ხახვი. ხახვი უნდა გახდეს გამჭვირვალე ფერის. შემდეგ დავუმატოთ ზაფრანა, გახეხილი ნიორი და ერთ-ორ წუთში გადაწურული ბრინჯი. სამ ან ოთხ წუთში დამავატოთ სოკო და ვშუშოთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში.

 

ბრინჯს და სხვა იგრედიენტებს დავასხათ 400-500 მილილიტრი გადადუღებული წყალი და ვადუღოთ ბრინჯის მომზადებამდე.

 

სოკოს შილაფლავი არ უნდა იყოს ძალიან თხელი, არც ზედმეტად სქელი. შილაფლავის სისქე შეგიძლიათ არეგულიროთ გადადუღებული წყლით.

 

ბოლოს დაამატეთ ძირა, შავი დაფქვილი პილპილი და მარილი გემოვნებით.