კულინარია

რეცეპტები

როგორ მოვამზადოთ წითელი ლობიო სოკოთი

როგორ მოვამზადოთ წითელი ლობიო სოკოთი

ავტორი: თაკო კარკალაია

წითელი ლობიოს სოკოთი მომზადების რეცეპტი. უდაოდ ერთ-ერთი გემრიელი რამ სამარხვო კერძებიდან.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • წითელი ლობიო 200 გრ.
  • ქამა სოკო 200 გრ.
  • ხახვი 250 გრ.
  • ნიორი 20 გრ.
  • ქინძი 40 გრ.
  • ზეთი 60 მლლ.
  • პაპრიკა 1 ჩ.კ
  • წითელი ბულგარული წიწაკა 100 გრ.
  • ტომატ-პასტა 2 ს.კ
  • დაფნა 1 ფოთოლი.
  • მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით.

საფეხურები

  1. 1 ლობიო ჩაალბეთ წყალში და გააჩერეთ 12 სათის განმავლობაში. წყალი რომელშიც ჩაალბეთ ლობიო გადაასხით და მოხარშეთ ლობიო ახალ წყალში. ცალკე მოშუშეთ ზეთში წვრილად დაჭრილი ხახვი, წითელი ბულგარული წიწაკა და ნიორი, დაამატეთ პაპრიკა და შუშეთ ხახვის და ბულგარულის მომზადებამდე.
  2. 2 შემდეგ, ხახვს დაამატეთ ტომატ-პასტა და შუშეთ ხუთი წუთის განმავლობაში. ბოლოს დაამატეთ მწვანილი, მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით. თუ პაპრიკა არის ცხარე ცხადია საჭირო არ არის წიწაკის დამატება.
  3. 3 გაითვალისწინეთ, რომ პაპრიკა შეიძლება იყოს ტკბილი ან ცხარე, შებოლილი ან შეუბოლავი. შებოლილ პაპრიკას აქვს უფრო გამოკვეთილი არომატი.
  4. 4 მოხარშული ლობიო მსუბუქად დაჭყლიტეთ და დაამატეთ მომზადებული ხახვის, წითელი ბულგარულის, ნივრის და ქინძის ნაზავი, ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. მუდმივათ ურიეთ. დაამატეთ საშუალო ნაჭრებად დაჭრილი სოკო, მარილი, დაფნა და ხარშეთ სოკოს მომზადებამდე.
  5. 5 ლობიო გადაიღეთ ქოთანში ან ღრმა თეფშზე და ზევიდან მოაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და წვრილად დაჭრილი ქინძი.