როგორ მოვამზადოთ ხბოს ხორცის ჩაშუშული - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ხბოს ხორცის ჩაშუშული

 

ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ კარაქში საშუალო ცეცხლზე, პატარა კუბებად დაჭრილი ხბოს ხორცთან ერთად. დავამატოთ ცოტაოდენ წყალში ან ბულიონში გახსნილი ტომატ-პასტა. შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი წითელი ბულგარული და გახეხილი პომიდორი. საჭიროების შემთხვევაში დავამატოთ წყალი ან ხორცის ბულიონი.

 

ვხარშოთ ხბოს ხორცის მომზადებამდე. ხორცი არ უნდა ჩაიხარშოს, მაგრამ უნდა იყოს რბილი. ბოლოს დავამატოთ, ხმელი ქინძი, ცოცხალი ქინძი, ბაჰარი, გახეხილი ნიორი და მარილი გემოვნებით. ვხარშოთ კიდევ 4-5 წუთის განმავლობაში.

 

ექსპერიმენტების მოყვარულებს შეგვიძლია ვურჩიოთ, შებოლილი ან ჩვეულებრივი არა ცხარე პაპრიკის დამატება. ასევე ჩაშუშულს მოუხდება შებოლილი ლორი ან შაშხი, რომელიც იჭრება წვრილ კუბებად და იშუშება ხახვთან ერთად.

 

კერძი შეგიძლიათ გაფორმოთ ზევიდან მოყრილი ქინძით და ბულგარული წიწაკით.