როგორ შევარჩიოთ პლაზმური ტელევიზორი - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ პლაზმური ტელევიზორი

 

გამოსახულების ხარისხს რომელსაც გადმოსცემს პლაზმური დისპლეი, გააჩნია მაღალი ხარისხის ნიშანთვისებები. გახსოვდეთ, რომ პლაზმური ეკრანის მაღალი ფასი არ ნიშნავს ამ მოწყობილობის მაღალ ხარიხს.

 

დააზუსტეთ ზომები იმ ადგილის სადაც გინდათ, რომ დადგათ პლაზმური ტელევიზორი. ეკრანის დიაგონალი არ უნდა იყოს იმაზე დიდი ვიდრე მაყურებელის დისტანცია არის ტელევიზორამდე. ამ შემთხვევის გაუთვალისწინებლობისას თქვენ შეამჩნევეთ დეფქტებს გამოსახულებში. ძალიან ახლო მანძილიდან ტელევიზორისათვის ყურება არც ჯანმრთელობისთვის არის კარგი.

 

დაადგინეთ მაქსიმალური "გაფართოება", (Resolution) რომლის გადმოცემაც ტელევიზორის მატრიცას შეუძლია. რაც მეტია ეკრანის გაფართოება მით უფრო ახლოდან შეიძლება დეტალურად ჩანდეს წვრილმანები. ერთიც უნდა გაითვალისწინოთ რომ ზოგიერთი ტელეარხი გადმოცემას ახორციელებს დაბალი ხარისხის სიხშირით ასე რომ სანამ იყიდდეთ ტელევიზორს გაითვალისწინეთ არხების გადმოცემის სიხშირე და ხარისხი და მას შემდეგ შეარჩიეთ დიაგონალის ზომა.

 

შეისწავლეთ გამოსახულების (Display) შესაძლებლობები. ყურადღება მაიქციეთ კონტრასტისა და სიღიავის მაჩვენებლებს. პლაზმური ეკრანები როგორც წესი გამოირჩევიან ნათელი ჩვენებით რაც საყურებლად ძალიან კომფორტულია იმ შემთხვევაშიც კი როცა მზის სხივები პირდაპირ ეცემა მონიტორს. აუცილებლად დაადგინეთ ჰერცების სიხშირეს (Hz), თუ რამდენად ჩქარა ნახლდება მონიტორზე ჩვენება, რაც მეტია უკეთესია. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქ იმ შემთხვევაში თუ თამაშობთ ვიდეო თამაშებს ან მონიტორს იყენებთ არა მარტო ტელევიზორად არამედ კომპიუტერის ეკრანადაც.

 

თუ პლაზმური ტელევიზორის დიაგონალი 50 დიუმზე მეტია, მატრიცის გაფართოება არ უნდა იყოს მეტი ვიდრე 1280x720 (პიქსელი). ეს უმეტესწილად მხოლოდ ძველ პლაზმურ ტელევიზორს ეხებათ ხოლმე. გახსოვდეთ, რომ ხშირად შეუიარაღებელი თვალით ძალიან რთულია გაარჩიოთ სხვაობა 1600х900 და 1920х1080 (პიქსელებს) გაფართოებებებს შორის.

 

დაუთმეთ ყურადღება დამატებით პარამეტრებს, რომლებიც გააჩნიათ პლაზმურ ტელევიზორებს. თანამედროვე ტელევიზორები მუშაობენ არა მარტო შიდა მყარ დისკებზე, არამედ შეიძლება კავშირი ჰქონდეთ ინტერნეტთანაც. არც ის დაგავიწყდეთ, რომ პანელის დასაყენებლად ადგილი დაგჭირდებათ. თუ ტელევიზორის კედელზე ჩამოკიდება გადაწყვიტეთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ის საიმედოდ იქნება დამაგრებული. დააკვირდით თუ რა სახის სამაგრით არის ის მიმაგრებული კედელზე.

 

შეამოწმეთ ყველა პორტი, იქნება ეს ანტენის, ინტერნეტის, HDMI კაბელის ის თუ ფლეშ -USB მახსოვრობის. იმ შემთვევაში თუ ეს პორტები ტელევიზორს აქვს დისპლეის უკანა მხარეს მაშინ მისი დაკიდება კედელზე შემდგომში შეგიშლით ხელს ამ პორტების გამოყენებაში. ან სხვა შესაძლო შემთხვევაში კედელს უკან უნდა ქონდეს შესაბამისი ზომის ჭრილი. ყველა ტიპის ტელევიზორები ინტერნეტ მაღაზიაში Be.ge