კულინარია

რეცეპტები

როგორ მოვამზადოთ ქათმის ჩახოხბილი

ავტორი: თაკო კარკალაია

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • ერთი ქათამი 1,200 კგ.
  • ხახვი 250 გრ.
  • ნიორი 5 კბილიპომიდორი 400 გრ.
  • კარაქი 80 გრ.
  • ქინძი 40 გრ.
  • შაშკვლავი 15 გრ.
  • რეჰანი 20 გრ.
  • დაფნის ფოთოლი 1 ცალი.
  • თეთრი მშრალი ღვინო 50 მლლ.
  • მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით

საფეხურები

  1. 1 ქათამი გავტრუსოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ რვა ან ათ ნაჭრად. ხახვი და მწვანილები წვრილად დავკეპოთ. ხახვი მოვხრაკოთ კარაქში და დავამატოთ ქათმის ნაჭრები. ვშუშოთ რამოდენიმე წუთის განმავლობაში.
  2. 2 შემდეგ დავასხათ თეთრი ღვინო და ვამზადოთ დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში.
  3. 3 შემდეგ დავამატოთ კანგაცლილი გახეხილი პომიდორი. კანის გასაცლელად მოათავსეთ მთლიანი პომიდვრები ცხელ წყალში და გააჩერეთ ერთი წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაიტანეთ ცივ წყალში და ეგრევე ამოიღეთ. კანი ძალზე ადვილად მოცილდება.
  4. 4 როგორც კი ქათმის ხორცი იქნება მზად, დაამატეთ გახეხილი ნიორი, დაფნა, მწვანილები, მარილი და წითელი წიწაკა. ადუღეთ კიდევ 3-4 წუთი და გადადგით ქვაბი ცეცხლიდან.