როგორ გავასუფთავოთ ოპერატიული მეხსიერება Windows-ში - rogor.ge

როგორ გავასუფთავოთ ოპერატიული მეხსიერება Windows-ში

 

იმ შემთხვევაში, თუ ოპერატიული მეხსიერება მუდმივად დაკავებულია, გადახედეთ კომპიუტერში მომუშავე პროცესებს, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ Taskt Manager-ის საშუალებით. ჩართეთ იგი კლავიატურის ღილაკებზე Ctrl Alt Delete ერთდროულად დაჭერით. გახსნილ ფანჯარაში გადადით Process-ზე და გადახედეთ იმ პროცესების ჩამონათვალს, რომლებიც მოცემულ მომენტში გაშვებულია თქვენს ოპერაციულ სისტემაში. ამის შემდეგ შეარჩიეთ ის უსარგებლო პროცესები, რომლებიც "ტყუილად" იკავებს ადგილს და დააჭირეთ End Process.

 

იმისათვის, რომ "ზედმეტი" პროგრამების გამორთვა ყოველ ჯერზე არ მოგვიწიოს, საჭიროა გამოვრთოთ მათი ოპერაციულ სისტემასთან ერთად ჩატვირთვა, ამისათვის შევდივართ Start -> Run... ველში ვწერთ Msconfig და ვაჭერთ OK. გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ Startup. ამის შემდეგ თქვენ დაინახავთ იმ პროგრამების ჩამონათვალს, რომლებიც ეშვება ოპერაციული სისტემის ჩართვიდანვე. წაშალეთ ან ნიშნული მოხსენით მათ, რომლებიც "ზედმეტია" აფერხებს თქვენი კომპიუტერის სწრაფად მუშაობას.