როგორ შევარჩიოთ ფლეშკა (მეხსიერების ბარათი) - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ფლეშკა (მეხსიერების ბარათი)

მოცულობა - ფლეშკის ძირითადი მახასიათებელია. დაფიქრდით, რა მოცულობის მახსოვრობა დაგჭირდებათ სამუშაოს ნორმალურად შესასრულებლად. იმ შემთხვევაში, თუ გჭირდებათ ერთი კომპიუტერიდან სხვაზე მხოლოდ ტექსტური ინფორმაციის გადატანა, შეარჩიეთ მინიმალური მახსოვრობის მქონე ვარიანტი. ხოლო ვიდეოს, სურათების, მუსიკისა და საოფისე ფაილებთან სამუშაოდ აირჩიეთ საკმარისი მოცულობა: მინიმუმ 2GB, მაღალი ხარისხის ფილმებისთვის კი 16GB.

წაკითხვის სიჩქარე - შემდეგი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. დღესდღეობით ყველა ფლეშკა კომპიუტერს USB პორტით უკავშირდება. ჩაწერის სიჩქარეა დაახლოებით 10 MB/Sec, ხოლო კითხვის სიჩქარე კიდევ უფრო მეტია. იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობაზე ნახავთ წარწერას Speed-hi ან Ultra Fast, ეს ნიშნავს, რომ იგი გამოირჩევა ამოცანის შესრულების უფრო მაღალი სიჩქარით.

მწარმოებელი - საჭიროა ამ ფაქტზეც ყურადღების გამახვილება. ცნობილი კომპანიები უშვებენ მაღალი ხარისხის ფლეშკებს, მაგალითად - Kingston, Transcend ან Samsung. ხდება ისეც, რომ ნაკლებად ცნობილი მწარმოებლები უშვებენ მაღალი ხარისხის მოწყობილობებს, ასე, რომ არ უნდა გამოვრიცხოთ დაბალ ფასად კარგი ფლეშკის შეძენის შესაძლებლობა.

დამატებითი შესაძლებლობები - გაიგეთ მათ შესახებ. მაგალითად, ზოგიერთ მოდელს გააჩნია გადაკოპირებისგან დაცვა, რომელიც სრულდება პაროლის შეყვანით ან თითის ანაბეჭდით. ასევე არსებობს U3 ფუნქცია რომელიც გააჩნია ზოგიერთ ფლეშკას, რაც საშუალებას იძლევა კომპიუტეთან იმუშავოთ ისე, რომ კვალი არ დატოვოთ.

გარეგნული იერსახე - ზოგიერთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ამ საკითხში ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. მწარმოებლებს წარმოდგენილი აქვთ მრავალი განსხვავებული დიზაინის, ფორმის, ზომის და მატერიალის მქონე ფლეშკები. ხშირია "რელოკის", საწერ კალამის, სავიზიტო ბარათის, კულონის სახის მოწყობილობები. ზომა გასათვალისწინებელია არა მარტო ესთეთიკური თვალსაზრისით, არამედ დიდი ზომის მოდელი არ შეესაბამება ზოგიერთ USB პორტს.