როგორ მოვამზადოთ ქათმის ხარჩო - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ქათმის ხარჩო

 

ქათამი გატრუსეთ, გარეცხეთ და დაჭერით ნაჭრებად.

 

სქელ ძირიან ქვაბში დაასხით ცოტაოდენი ზეთი და გაცხელებისთანავე ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ერთი ორ წუთში ქათმის ნაჭრები.

 

შემდეგ ჩაასხით გახეხილი პომიდორი და ადუღეთ 10-15 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ დაამატეთ გატარებული ნიგოზი და დანარჩენი ინგრედიენტები.

 

რამოდენიმე წუთში ქვაბი გადადგით და გააჩერეთ თავდახურულ მდგომარეობაში ნახევარი საათი. ეცადეთ, რომ ხარჩო არ ჩაიშალოს. ასევე ხარჩოს სისქე შგიძლიათ არეგულიროთ ადუღებული წყლით.