როგორ მოვამზადოთ აჭარული ხაჭაპური - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ აჭარული ხაჭაპური

 

თბილ რძეში დაადნეთ კარაქი ან მარგარინი, დაამატეთ შაქარი, ჩააყარეთ საფუარი და ცოტაოდენი ფქვილი. მასა გააჩერეთ თბილ ადგილას 15 წუთის განმავლობაში.

 

შემდეგ მოზილეთ ცომი. გადაზელვის დროს დაუმატეთ ზეთი. მოზელილი ცომი გააჩერეთ კიდევ 15 - 20 წუთის განმავლობაში.

 

გააბრტყელეთ ცომი და მიეცით მას ოვალური ფორმა. გაბრტყელებული ცომის ზედაპირს მოაყარეთ გახეხილი ყველი შერეული ათქვეფილ კვერცხთან. გრძელი გვერდებიდან გადაახვიეთ ცომი რულეტად რათა მიიღოთ ერთ სანტიმეტრიანი ბორტები ორივე მხრიდან. ამ ბორტების შიგნით უნდა მოაყოლოთ ყველი. შემდეგ შეკარით ბოლოები და მიეცით ხაჭაპურს ნავის ფორმა.

 

აჭარული ხაჩაპური მოათავსეთ ღუმელში 200 - 220 გრადუს ტემპერატურაზე. დაახლოებით 15 წუთის მერე გამოიღეთ ხაჭაპური, დაახალეთ კვერცხი და დააბრუნეთ ხაჭაპური ღუმელში.

 

როგორც კი კვერცხის ცილა შეიკვრება, გამოიღეთ აჭარული ხაჭაპური ღუმელიდან და დაადეთ ზედ კარაქის ნაჭერი.