კულინარია

რეცეპტები

როგორ მოვამზადოთ კუბდარი

ავტორი: თაკო კარკალაია

კუბდარი ტრადიციული სვანური ღვეზელია, რომელიც ხორცით მზადდება.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • ღორის ხორცი 150 გრ.
  • საქონლის ხორცი 150 გრ.
  • ხახვი 80 გრ.
  • ხმელი ქინძი 1/2 ჩ.კ.
  • უცხო სუნელი 1/2 ჩ.კ.
  • ძირა 1/3 ჩ.კ.
  • ფქვილი 300 გრ.
  • საფუარი 6-7 გრ.
  • კარაქი 40 გრ.
  • რძე 120 მლლ.
  • შაქარი 1/2 ჩ.კ.
  • მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით

საფეხურები

  1. 1 მოზილეთ საფუარიანი ცომი. ორიგინალურ რეცეპტში გამოიყენება საფუარიანი ცომი ცხიმის და რძის გარეშე, ანუ მოზელილი წყალზე და საფუარზე. ხოლო რძე და კარაქი ხდის უფრო ნაზს.
  2. 2 ხაჭაპურის ცომისგან განსხვავებით, ცომი კუბდარისთვის უნდა იყოს მეტად გადაზელილი.
  3. 3 შიგთავსისთვის დაკეპეთ საქონლის და ღორის ხორცი. დასაკეპად გამოიყენეთ მძიმე და კარგად გალესილი დანა.
  4. 4 დაკეპილ ხორცს დაუმატეთ სუნელები, წვრილად დაკეპილი ხახვი, წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით. ნამდვილ ანუ სვანურ რეცეპტში, გამოიყენება სანელებელი ''გიცრული'' გიცრულის უქონლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემული რეცეპტი.
  5. 5 დაკეპილი ხორცი მოათავსეთ გაბრტყელებულ ცომში და შეახვიეთ ის. კუბდარი გააპრტყელეთ და მოათავსეთ ღუმელში 180-200 გრადუს ტემპერატურაზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
  6. 6 გამომცხვარ კუბდარს წაუსვით კარაქი ან ერბო.