როგორ დავძლიოთ ჭარბი წონა - rogor.ge

როგორ დავძლიოთ ჭარბი წონა

[

 

დიდი ხნის მანძილზე არ ვნებდებოდი ჭარბ წონას და თვალს ვადევნებდი მის დასაძლევად შემოთავაზებულ ყველა რეკომენდაციას, დიეტას თუ ვარჯიშების კომპლექსს. ხან ვშიმშილობდი, ხან კი არასწორი კვებით დღითიდღე უფრო და უფრო ვიზიანებდი ჯანმრთელობას.

 

უმეტესად, იმედგაცრუებული ვრჩებოდი. დამდგარი შედეგი ხან უმნიშვნელო იყო, ხან კი არასწორი კვებით დაკარგულ კილოგრამებს დიეტის დასრულებიდან მოკლე დროში კვლავ ვინაზღაურებდი.

 

ჩემი მოლოდინი და იმედი მხოლოდ "6 ფურცლის დიეტამ" გაამართლა და მინდა თქვენც გაგიზიაროთ, რადგან ვიცი, ჩემს მსგავსად, ბევრი ებრძვით ზედმეტ კილოგრამებს და ჯანმრთელობას შეუქცევად ზიანს აყენებთ.

 

"6 ფურცლის დიეტა" შვედმა ექიმ-დიეტოლოგმა, ანა იოჰანსონმა შექმნა. მის მიერ შემუშავებული კვების სისტემა 6 დღეზეა გათვლილი და ისე აგებული, რომ ამ დიეტაზე მყოფი ადამიანი იღებს მისთვის საჭირო და აუცილებელ ყველა ნივთიერებას, მაგრამ წონაში იკლებს სტაბილურად, ჯანმრთელობის დაზიანების, შიმშილის და სტრესის გარეშე.

 

დიეტის უმთავრესი ღირსება და მახასიათებელი კი ისაა, რომ ამ დიეტის შედეგად დაკარგული კილოგრამები უკან არასდროს არ ბრუნდება!!!! დიეტის პრინციპი კი იმაში მდგომარეობს, რომ ცილები, ცხიმები და ნახშირწყლების ერთდროული მიღებაა აკრძალული. ამ პრინციპის მიხედვითაა პროდუქტი ან პროდუქტთა ჯგუფი გადანაწილებული 6 დღეზე: 1 დღე: თევზი; 2 დღე: ბოსტნეული; 3 დღე: ქათამი; 4 დღე: მარცვლეული; 5 დღე: ხაჭო; 6 დღე: ხილი.

 

დაუშვებელია სხვადასხვა დღისთვის გათვალისწინებული პროდუქტების შერევა. და დღეების მიმდევრობის გადანაცვლება. ეს ხელს უშლის ორგანიზმში ცხიმების წვის პროცესს, რადგან შემუშავებული სისტემის მიხედვით, წონის კლება სწორედ პროდუქტების ამ მიმდევრობით მიღებაზე და ამგვარ მონაცვლეობაზეა დამოკიდებული.

 

ნუ გადააჭარბებთ დიეტის ვადას და 6 დღის გასვლის შემდეგ იკვებეთ ჯანსაღად და დაბალანსებულად, რათა განამტკიცოთ დაკლებული წონა.

 

ნუ დაელოდებით მომდევნო ორშაბათ დღეს და დაიწყეთ ხვალვე.

 

დიეტის ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში, შედეგი გარანტირებულია.