როგორ მოვუაროთ სახლის მცენარეებს - rogor.ge

როგორ მოვუაროთ სახლის მცენარეებს

 

მზის შუქი
ნებისმიერ მცენარეს ესაჭიროება მზის შუქი, მაგრამ პირდაპირი დასხივება მათზე უარყოფით გავლენას ახდენს, ფერს უკარგავს და ზოგჯერ ახმობს კიდეც. შეეცადეთ მცენარე ისეთ ადგილას დადგათ, სადაც მას მზის სხივი პირდაპირ არ ეხებოდეს.

 

ჰაერის სინესტე
ამ პუნქტთან მიმართებაში მცენარეები ორ ნაწილად იყოფა. სქელ ფოთლიანი მცენარეები საჭიროებენ ფოთლების დანამვას, სუსტ ფოთლიანებს კი, როგორიცაა იები, კოლეუსი, გლოსინია, დანამვა არ არგებთ. ჰაერის ტენიანობა კი ყველა მცენარისთვის სასარგებლოა და იმისთვის, რომ ის შეინარჩუნოთ, დადგით ოთახში აკვარიუმი ან იონიზატორი.

 

მცენარის კვება
მცენარის კვება აუცილებელია მისი გაზრდისა და განვითარებისთვის. არსებობს მცენარის ორი სახის სასუქი: მშრალი და თხევადი. მათ მოყვება ინსტრუქცია, თუ რა რაოდენობით, როგორ უნდა მოიხმაროთ, კონკრეტულ მცენარესთან მიმართებაში. შეგიძლიათ ასეთი სასუქი თქვენითაც გააკეთოთ. ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით ჩვეულებრივი ვიტამინები და დაუსხით მცენარეს. ნუ დაუყრით მას ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა კვერცხის ნაჭუჭი, ჩაის ჩეფირი და ა.შ. ის ხელს უწყობს მწერების გამრავლებას.

 

მორწყვა
მცენარეები ზამთარში ნაკლები სიხშირით საჭიროებენ მორწყვას, ვიდრე ზაფხულში. წყლის რაოდენობის განსაზღვრისთვის საუკეთესო ხერხია მორწყვის შემდეგ მცენარის ნიჟარაში ჩადგმა, რათა ზედმეტი წყალი ქოთნიდან გამოვიდეს. უნდა გაითვალისწინოთ მცენარის ზომაც. დიდი ზომის მცენარეს ესაჭიროება მეტი რაოდენობით წყალი, პატარა მცენარეებს კი სულ ცოტაც ჰყოფნით. საერთოდ კი ყველა მცენარე სხვადასხვაგვარად ირწყვება. მისი მორწყვის წესი შეძენისას უნდა გააკრვიოთ. ან ინტერნეტის საძიებო სისტემაში გაარკვიოთ მისი კონკრეტული სახელწოდებიდან გამომდინარე.

 

გამხმარი ფოთლების მოცილება
იმისთვის, რომ მცენარემ შეინარჩუნოს ბუნებრივი სილამაზე, აუცილებელია მას გამხმარი ფოთლები მოაშოროთ. ამის გაკეთებას ხელით ან სეკატორით შეძლებთ.

 

სხვა რჩევები
აუცილებელია მცენარეს მოაცილოთ მტვერი, ტილოთი ან ფუნჯით. გაუფხვიეროთ მიწა და დრო და დრო დაამატოთ ახალი მიწა.

 

გადარგვა
გადასარგავად დაგჭირდებათ ახალი ქოთანი და მიწა. ახალი ქოთნის ძირში ვყრით ცოტა კერაზინს.ვამატებთ ცოტა მიწას. შემდეგ ვიღებთ მცენარეს ძველი ქოთნიდან და ვათავსებთ ახალში. ვამატებთ მიწას ისე, რომ ქოთანი გაივსოს, ოღონდ პირამდე დარჩეს ერთი სანტიმეტრი სისქის თავისუფალი ადგილი და ვასხამთ ცოტა წყალს.