როგორ მოვამზადოთ ლავაში ბრინჯის და ქათმის შიგთავსით - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ლავაში ბრინჯის და ქათმის შიგთავსით

 

ბრინჯი მოხარშეთ კარაქიან მარილიან წყალში, პროპორციით ერთი წილი ბრინჯი ორი წილი წყალი.

 

ცალკე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ორივე სახეობის ბულგარული წიწაკა. დაამატეთ თხლად დაჭრილი ქათმის ფილე. ბოლოს დაამატეთ მწვანე წიწაკა, მწვანილი და მარილი გემოვნებით.

 

შეურიეთ ერთმანეთში ბრინჯი, ქათმის ფილე ხახვით, ბულგარული და ასე შემდეგ.

 

ლავაშის ფირფიტა გაშალეთ და მოათავსეთ ზედ შიგთავსი. ლავაში შეახვიეთ რულეტად და შებრაწეთ ტაფაზე ცოდაოდენ ზეთში.

 

მოცემული კერძი შეგიძლიათ შეწვათ გრილზე ან მაყალზე.