როგორ გავითეთროთ კბილები სახლის პირობებში? - rogor.ge

როგორ გავითეთროთ კბილები სახლის პირობებში?

 

წყალბადის ზეჟანგი
კბილების გათეთრების ერთ–ერთი საშუალება წყალბადის ზეჟანგი, იგვიე პერეკისია. დაასხით ცოტაოდენი სითხე კბილის ჯაგრისს, გამოიხეხეთ კბილები მისი საშუალებით, გააჩერეთ 2 წუთი და გამოივლეთ წყალი.

 

სოდა
კბილების გათეთრების ერთ–ერთი გავრცელებული საშუალება სოდაა. მოაყარეთ სოდა კბილის ჯაგრისს, გაიხეხეთ კბილები და გამოივლეთ წყალი. ნუ მიმართავთ მეთოდს ხშირად, რადგან სოდა კბილის ემალს აზიანებს.

 

ლიმონის წვენი
გაურიეთ ცოტაოდენი წმინდად დაფქვილი მარილი ლიმონის წვენში და გაიწმინდეთ კბილები მისი საშუალებით. ამ მეთოდს ხშირად ნუ მიმართავთ, რათა შეინარჩუნოთ კბილის ემალი.

 

ბოსტნეული
ბოსტნეული არა მხოლოდ ზოგადად ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ კბილებისთვისაც.მიიღეთ ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ბოსტნეული.

 

მავნე ჩვევები
ქათქათა კბილების პირველი მტერი მოწევა და პროდუქტის ბუნებრივი საღებავებია. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან და ნუ მიიღებთ პროდუქტს, რომელიც შეიცავს ბუნებრივ საღებავებს. ასეთი პროდუქტია: ჩაი, ყავა, ღვინო, მდოგვი, წვენები.