როგორ შევარჩიოთ ბიუსტჰალტერი სწორად? - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ბიუსტჰალტერი სწორად?

 

მკერდის გარშემოწერილობა
ბიუსჰალტერის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ არა მხოლოდ თეფშის ზომას, არამედ სარტყელსაც. თავდაპირველად აუცილებელია გაიგოთ თქვენი სარტყელის ზომა, რაშიც ჩვეულებრივი სანტიმეტრი დაგეხმარებათ. გარშემოწერილობა უნდა გაიზომოთ ზუსტად ბიუსტის ქვეშ (იხ. სურათი). ყველაზე სავსე ადგილის გასწვრივ გაიზომეთ მკერდის გარშემოწერილობაც. ნებისმიერ ბიუსჰალტერზე მოცემულია ფინჯნის და სარტყელის ზომები. ფინჯნის ზომები ლათინური ასოებით აღინიშნება: AA, A, B, C, D, DD, E ან F. გაზომვისას მიღებული რიცხვებით ცხრილში თქვენთვის შესაფერისი ბიუსჰალტერის შერჩევა უკვე აღარ გაგიჭირდებათ. ნუ შეარჩევ დიდი ზომის ბიუსჰტალტერს, რადგან “ჩავარდნილი ადგილები” ძალიან არაესთეტიურია.

 

ცხრილი
მაგალითად, თუ თქვენი მკერდის გარშემოწეროლობა 85სმ-ია, ხოლო სარტყელის - 76სმ, თქვენი ბიუსჰალტერის ზომა 34B იქნება.

 

დისკომფორტი
ბიუსჰალტერის ტარება დისკომფორტს არ უნდა გიქმნიდეთ. ექიმები გვირჩევენ რომ დიდ მკერდიანმა ქალბატონებმა აუცილებლად გამოიყენონ განიერ ბრეტელებიანი ლიფები, რათა სარძევე ჯირკვლების წონა თანაბრად გადანაწილდეს მხრებზე და არ გამოიწვიოს დაღლილობა და ტკივილი.

 

ვარჯიში და ორსულობა
ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის სპეციალურად მათთვის შექმნილი ლიფები გამოიყენება. სასურველია, თუ ვარჯიშისასაც სპეციალურ ბიუსჰალტერს აარჩევთ. ამ ტიპის ბიუსტჰალტერები შექმნილია სპეციალრი ქსოვილით, რომელიც იწოვს და გარეთ გამოდენის ოფლს, ასევე სუნთქავს და ჰაერს ატარებს.

 

ნაჭდევები
კარგად შერჩეული ბიუსტჰალტერისაგან კანზე არ უნდა რჩებოდეს ნაჭდევები და ნაკვალევი, არ უნდა ზღუდავდეს სუნთქვასა და მოძრაობას.