როგორ მოვამზადოთ ჭვიშტარი პიტნით და ყველით

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- სიმინდის ფქვილი 500 გრ.
- წყალი 300 მლლ.
- სულგუნი 200 გრ.
- პიტნა 50 გრ.
- ზეთი 40 გრ.
საფეხურები
- 1 მოზილეთ ცომი.
- 2 გახეხილ სულგუნში ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი პიტნა და გადაზილეთ.
- 3 დაყავით 5-6 გუნდად და მიეცით მოგრძო ფორმა. მოზელილი ცომიც დაყავით 5-6 გუნდად და ყველის მასა მოათავსეთ შიგნით ისე, რომ მოხვდეს შუაში.
- 4 ზელვის დროს ხელი ხშირად დაისველეთ და მიეცით მოგრძო კვერის ფორმა. გამოაცხეთ ზეთდასხმულ გაცხელებულ ტაფაზე ან ჰაერღუმელში.