როგორ გავუმკლავდეთ სლოკინს - rogor.ge

როგორ გავუმკლავდეთ სლოკინს

სუნთქვა შეიკავეთ ღრმად ჩაისუნთქეთ და 10-15 წამი სუნთქვა შეიკავეთ. 3-4 ცდის შემდეგ, ჩვეულებრივ, სლოკინი გადის. ეფექტის გაძლიერების მიზნით, სუნთქვის შეკავების შემდეგ რაც შეიძლება ნელა ამოისუნთქეთ. არ გეხმარებათ? მაშინ სუნთვა უფრო ხანგრძლივად – 60-70 წამით შეიკავეთ.

დალიეთ წყალი ჭიქა ცივი წყალი მაგიდის კიდეზე დადგით. ხელები ზურგისაკენ წაიღეთ და ერთმანეთს ჩასჭიდეთ. ხელების დაუხმარებლად წყალი აუჩქარებლად, პატარ-პატარა ყლუპობით დალიეთ.

მოეხვიეთ დიაფრაგმას თავს მაგრად მოეხვიეთ.დიაფრაგმას (წელის ზევით მდებარეობს) 30-40 წამი ხელები მაგრად შემოაჭდეთ.

ბურთის პოზა ბურთის პოზა მიიღეთ.თავი წინ დახარეთ, მუხლებზე ხელები შემოიხვიეთ და მკერდს მიაბჯინეთ. რამდენიმე წუთი ამ პოზაში დაყავით. სლოკინი შეწყდება.

სუნთქვა სწრაფად ისუნთქეთ. დაჯექით და 6-7 ჯერ სწრაფად და ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ.

აცემინეთ აცემინეთ.ეცადეთ, რამდენჯერმე დააცემინოთ. დიაფრაგმის მკვეთრად შეკუმშვა ამ დროსაც ხდება.

ყინული და შაქარი ყინული და შაქარი წუწნეთ.შეგიძლიათ ყინულის ნატეხი ან ლიმონის წილაკი წუწნოთ. ზოგიერთს ჩაის კოვზი შაქრის მშრალად ჩაყლაპვაც შველის.

სითბო გათბით.კარგად ეხმარება გულის კოვზის მიდამოს გათბობა. ამ ადგილას რამდენიმე წუთით სათბურა დაიდეთ.

ყურადღება არ მიაქციოთ იგნორირება მოახდინეთ.სლოკინს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. რაიმე საქმით დაკავდით. თავისით გაივლის.