როგორი მაკიაჟი გავიკეთოთ ზამთარში? - rogor.ge

როგორი მაკიაჟი გავიკეთოთ ზამთარში?

 

ტონალური
ლაქების დასაფარად არ ღირს ტონალური სქელი ფენის წასმა. ასე მხოლოდ ,,თაბაშირის’’ ეფექტს მიიღებთ. შეეცადეთ მსუბუქი, თუმცა კარგი დაფარვის ტონალური შეიძინოთ.

 

ჰაილაითერი
ზამთარი ეს ის დროა, როცა დეკორატიული კოსმეტიკა არ უნდა დაგავიწყდეთ. ამ დროს დროს უმეტესაც ხელოვნური განათების ფონზე ვატარებთ. მსუბუქი, ამრეკლავი ,,ჰაილაითერის’’ ნაწილაკები კანს ჯანსაღ იერს მიანიჭებენ.

 

დატენიანება
ტონალური კრემის ან რუმიანის შემადგენლობაში დამატებითი კომპონენტები უნდა შედიოდეს, რაც კანს დაატენიანებს და აქერცვლისგან დაიცავს.

 

კორექტორი
ლაქების დასაფარად კორექტორი მხოლოდ კონკრეტულ ადგილას გამოიყენეთ და არა მთელს სახეზე.

 

ტუჩის ბალზამი
ტუჩის ბალზამის გამოყენება ზამთარში სახლშიც კი აუცილებელია. მშრალი ჰაერი კანსაც აშრობს და ელასტიურობას უკარგავს. ბალზამის შემადგელობაშიც დამატენიანებელი კომპონენტები უნდა შედიოდეს. თუ ბალზამი ოდნავ პრიალებს, ტუჩები მოვლილი და მკვეთრად გამოხატული იქნება.

 

წყალგამძლე ტუში
თუ გარეთ დიდხანს აპირებთ ყოფნას, წყალგამძლე ტუში წაისვით. სიცივეში თვალები ხშირად ცრემლიანდება და ტუშის გაფუჭებისგან დაზღვეული იქნებით.

 

D ვიტამინი
ზამთარში მზის სხივების ნაკლებობაა, ამიტომ კანს D ვიტამინი აკლია. კოსმეტიკის არჩევისას დააკვირდით მის შემადგენლობას. სასურველია მათში D ვიტამინიც შედიოდეს.

 

მაკიაჟის მოშორება
საღამოს აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი სპეციალური რძით და კანი კარგად გაიწმინდეთ, რომ კანმა ისუნთქოს.