როგორ დავიცვათ დუკანის დიეტა? - rogor.ge

როგორ დავიცვათ დუკანის დიეტა?

 

დიეტის დაცვისას აუცილებელი პირობებია:
დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი წყლის დალევა. შვრიის ქატოს მიღება – დღეში კოვზნახევარი (შეიძლება მიიღოთ როგორც ფაფის სახით, ასევე პურად გამომცხვარი). დღეში 20 წუთის განმავლობაში სწრაფი სიარული, რომელიც თანდათან გაიზრდება 45 წუთამდე.

 

პირველი დღე
ხორცის პროდუქტები (გარდა ბრტყელცხვირიანი ფრინველებისა (იხვი, ბატი), ღორის და ცხვრის ხორცისა) და ნებისმიერი თევზეული (მათ შორის კონსერვირებულიც, შებოლილიც და ა.შ.). ხორციდან შესაძლებელია მჭლე ლორიც, რომელსაც არ აქვს ცხიმისა და კანის ფენა.

 

მეორე დღე
პირველ დღეს ნებადართული პროდუქტებიდან ნებისმიერი; გარდა ამისა ემატება ბოსტნეული (მათ შორის სოკოც) – მოთუშულიც, მოხარშულიც და უცხიმოდ შემწვარიც. ასევე შესაძლებელია “bonduelle”-ს ტიპის მზა კონსერვირებული ბოსტნეულიც.

 

მესამე დღე
პირველ და მეორე დღეს ნებადართული პროდუქტები. გარდა ამისა, ემატება ხილი (დღის მანძილზე ერთი ვაშლი, ერთი მსხალი ან ერთი ფორთოხალი, ან სამი საშუალო ზომის მანდარინი)

 

მეოთხე დღე
პირველ სამ დღეს ნებადართული პროდუქტები. გარდა ამისა ემატება მსხვილად დაფქვილი ხორბლისგან გამომცხვარი პური (ორი ნაჭერი დღის განმავლობაში)

 

მეხუთე დღე
პირველ ოთხ დღეს ნებადართული პროდუქტები. გარდა ამისა ემატება ნაკლებცხიმიანი ყველი 100-150 გრამი, წყალგადავლებული და ქაღალდით შემშრალი

 

მეექვსე დღე
ყველა წინა ნებადართულ პროდუქტს ემატება სახამებლის შემცველი პროდუქტები (მაკარონი, ბარდა, სოიო, კარტოფილი, ლობიო)

 

მეშვიდე დღე – ჯილდო ორგანიზმს
ყველა წინა ნებადართულ პროდუქტს ემატება ნებისმიერი ტკბილეული დღის განმავლობაში ერთჯერადად (ტორტი, ნამცხვარი, ნაყინი და ა.შ. ) დიეტის დასრულების შემდეგ მეშვიდე დღის შემდეგ დაკლებული კილოგრამების სტაბილიზაციისთვის (ანუ წონის შესანარჩუნებლად) ვიმეორებთ ან მთელ კვირას, ან პირველი დღის მენიუს მაინც!