როგორ ამოვიცნოთ საფრთხე?გაფრთხილება მამაკაცებისთვის! - rogor.ge

როგორ ამოვიცნოთ საფრთხე?გაფრთხილება მამაკაცებისთვის!

 

ერექციული დისფუნქცია და გულის დაავადება
ექიმები გვაფრთხილებენ რომ ეს ორი დაავადება ერთმანეთთანაა დაკავშირებული. სხეულს კარგი ერექციისთვის სისხლის მიმწოდებელი ესაჭიროება. ერექციული პრობლემა კი შეიძლება როგორც ადგილობრივი დარღვევით იყოს გამოწვეული, ისე კარდიოვასკულარულ დაავადებით. უბრალოდ, ეს უკანასკნელი უფრო გვიან ვლინდება და გაცილებით სახიფათოა თქვენი სიცოცხლისთვის.

 

ჰორმონალური დისბალანსი და ღვიძლის დაავადება
სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, ქალების ნაცვლად მკერდი მამაკაცებს ეზრდებათ. უმეტესად ამას წონის მომატებას აბრალებენ ხოლმე. თუმცა, არაა გამორიცხული თქვენი ჭარბი წონა ჰორმონალური დარღვევების სიმპტომი იყოს მხოლოდ ლუდზე უარის თქმით ნამდვილად ვერ გახდებით.

 

ხშირი შარდვა და პროსტატის კიბო
თუ ღამის განმავლობაში ხშირად გიწევთ გაღვიძება და ტუალეტის სტუმრობა, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს! განსაკუთრებით, თუ შარდვის პროცესი გაძნელებულია. შესაძლოა ამ პროცესს წვა და ტკივილიც ახლავდეს თან.

 

ლიბიდოს შემცირება და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა
თუ სექსის სურვილი დაგიქვეითდათ, დიდია ალბათობა რომ ენდოკრინული დაავადება გჭირდეთ. ჰორმონალური დისბალანსი ამის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია. ეს ნაყოფიერების პრობლემის წინაშეც დაგაყენებთ. თვითმკურნალობა დაუშვებელია, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს რომ ზუსტი დიაგნოზი დადგინდეს.

 

სისხლი შარდში - შარდის ბუშტის კიბო
სისხლის არსებობა შარდში კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. ხშირ შემთხვევაში მვნე ნივთიერებების მიღებით, რაც წლების განმავლობაში გავლენას ახდენს შინაგან ორგანოებზე. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სწორად იკვებოთ და რაც შეიძლება თავი შეიკავოთ თამბაქოსა და ალკოჰოლისგან. თვითმკურნალობა უმეტეს შემთხვევაში შედეგს არ იძლევა და დაავადების გამწვავებას უწყობს ხელს. რაც უფრო საწყის სტადიაზე მიმართავთ ექიმს, მით სწრაფი იქნება გამოჯანმრთელების პროცესი და ამ დაავადებით გამოწვეულ დისკომფორტსაც აიცილებთ თავიდან.