როგორ გავთბეთ ზამთარში ეკონომიურად?! - rogor.ge

როგორ გავთბეთ ზამთარში ეკონომიურად?!

 

შეამოწმეთ ფანჯრები
ფანჯრები უნდა იყოს ჰერმეტულად დაცული. შეამოწმეთ ხომ არ აპარარებს ჰაერს ფანჯარასა და ჩარჩოს შორის დარჩენილი სივრცე. თუ ეს ასეა, შეიძინეთ სპეციალური საღებავი ფანჯრებისთვის, რომელიც ჰაერის შემოპარვისგან დაგიცავთ. უკიდურეს შემთხვევაში გაუკეთეთ მათ საცავი ძველი ნაჭრებისგან.

 

ჩამოკიდეთ შხაპის ფარდა
ფანჯრებზე ჩამოკიდეთ შხაპის ფარდა. ის იზიდავს მზის შუქს და იცავს თქვენს ოთახს ფანჯრიდან შემოპარული ჰაერისგან.

 

შეამოწმეთ კარი
სახლში ცივი ჰაერი კარიდანაც შეიძლება შემოვიდეს. ამიტომ შეიძინეთ სპეციალური დამათბობელი, ან ამოავსეთ ჩარჩოსა და კარს შორის დარჩენილი სივრცე ე.წ. სკოჩით ან ნაჭრებით.

 

შემოუშვით მზის შუქი
დარწმუნდით, რომ დღისით არაფერი ეღობება თქვენს სახლში მზის შუქის შემოსვლას. მოაშორეთ ფანჯარას ყველაფერი, რაც მას ხელს უშლის.

 

დახურეთ ოთახის კარები
დახურეთ იმ ოთახების კარები, რომელსაც არ იყენებთ. ეს შესამჩნევად შეამცირებს სიცივეს თქვენს სახლში და დაგროვილ სითბოს გაუკეთებს ლოკალიზებას იმ ადგილზე, რომელშიც უმეტეს დროს ატარებთ.

 

დააგეთ ხალიჩა
სითბოს შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ხალიჩის ან იატაკის საფენის გამოყენებაც. ის იატაკიდან ამოსულ სიცივეს შეაფერხებს.

 

მოამზადეთ საჭმელი
საჭმლის მომზადებისას დაგროვილი სითბო კიდევ ერთი რესურსია სიცივისგან თავის დასაცავად.

 

მიიღეთ ბევრი სითხე
ხშირად დალიეთ ცხელი სასმელები და დაამატეთ ცოტა ალკოჰოლიც. ეს დამატებითი რესურსია ცივ ზამთარში გასათბობად.