როგორ მოვიქცეთ თუ სიყვარული ცალმხრივია? - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ თუ სიყვარული ცალმხრივია?

არ ჩამოუშვათ ხელები არ გადავარდეთ უიმედობაში, მაშინაც კი, თუ საყვარელი ადამიანი არ გპასუხობთ იმავე გრძნობით. შეიძლება მას დრო სჭირდება, თქვენს სიყვარულში დასარწმუნებლად, შეიძლება ურთიერთობისთვის არ არის მზად.ნუ დატანჯავთ საკუთარ თავს და მეორე ნახევარს მუდმივი მითითებებითა და საუბრებით ამ თემაზე. ეს სიტუაცია არავის უხარია. ამიტომ ზედმეტად ამის შეხსენება კარგი არ არის.

იყავით მის გვერდით თუ იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებით, რომლებიც უფრო მეტად გასცემენ სიყვარულს, ვიდრე იღებენ, მოიცადეთ ცოტა ხნით. მოიკრიბეთ მოთმინება. დაუმტკიცეთ თქვენი სიყვარული და ერთგულება. დაამტკიცეთ, რომ თქვენზე უკეთესი არავინაა. საყვარელი ადამიანი ამას აუცილებლად შეამჩევს და საპასუხო გრძნობით გიპასუხებთ.

ნუ მოაბეზრებთ თავს გააკვირვეთ ის და უბრალოდ გიყვარდეთ. ხანდახან ეს სრულიად საკმარისია მისი სიყვარულის მოსაპოვებლად. ნუ ჩაიციკლებით იმ ფაქტზე, რომ თქვენ გიყვართ და მას კი არა. ასე ხდება ხოლმე, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს. შეხედეთ სიტუაციას მეორე მხრიდან. თუ ასეთ ურთიერთობაში თავს ასე თუ ისე კომფორტულად გრძნობთ, დატოვეთ ყველაფერი ისე, როგორც არის. ნუ შეეცდებით რაიმეს შეცვლას. ბევრ ურთიერთობაშია, რომ ერთს უყვარს, მეორე კი უფლებას აძლევს უყვარდეთ.

აიყვანეთ თავი ხელში თუ ხედავთ, რომ სიტუაციის შეცვლა არ შეგიძლიათ, ამ ფაქტთან შეგუება გიჭირთ და სიყვარული განწირულია, აიყვანეთ თავი ხელში. ნუ ჩავარდებით სასოწარკვეთაში. სიცოცხლე მშვენიერია თავის ყველა გამოვლინებაში. ნუ ჩაიდენთ ისეთ რამეს, რასაც მერე მთელი ცხოვრება ინანებთ. ნუ იფიქრებთ მუდმივად წარუმატებელ სიყვარულზე. გადაიტანეთ ყურადღება სხვა რამეზე. ეს შეიძლება იყოს ახალი ჰობი, სიყვარულის ახალი ობიექტი. შეიძლება თქვენი ამჟამინდელი შეყვარებული თქვენი ბედი არც იყოს და მალე ნამდვილ სიყვარულს შეხვდეთ.