კულინარია

რეცეპტები

როგორ მოვამზადოთ ცეზარი?

ავტორი: მაკი მაკი

არსებობს მრავალი რეცეპტი ყველასათვის საყვარელი სალათა ცეზარის მოსამზადებლად. წარმოგიდგენთ მათგან საუკეთესოს თქვენი საყვარელი სალათის მარტივად მოსამზადებლად. სალათა ცეზარი ქათმის ფილეთი მზადდება 45 წუთში და გამოდის 4 ულუფა.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • 115 გრამი პური(სასურველია ბრუსკეტა)
  • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 4 ცალი ქათმის ფილე
  • 2-3 კონა სალათის ფურცლები
  • 1/4 ჭიქა ლიმონის წვენი(დაგჭირდებათ 2 ლიმონი)
  • 1/4 ჭიქა მაიონეზი
  • 1/4 ჭიქა გახეხილი ყველი პარმეზანი
  • 2 ანჩოუსის ფილე
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

საფეხურები

  1. 1 მოამზადეთ ორცხობილა



    გააცხელეთ ღუმელი 190 C გრადუსზე. დაჭერით პური კუბიკებად და მოათავსეთ საცხობ ლანგარზე. მოასხურეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ლანგარი აქეთ-იქით გააქნიეთ, რომ მასზე ყველაფერი თანაბრად გადანაწილდეს. შედგით ღუმელში და აცხვეთ 12-15 წუთის განმავლობაში. დროგამოშვებით შეანჯღრიეთ, რომ პური არ დაიწვას. გამოცხობის შემდეგ გამოიღეთ და გააცივეთ.
  2. 2 შეწვით ქათამი



    ამასობაში დადგით ტაფა მაღალ ცეცხლზე და მოასხით დარჩენილი 1 სუფრის კოვზი ზეთი. შეკაზმეთ ქათამი მარილით, წიწაკით და შეწვით ორივე მხრიდან(შეგიძლიათ ჯერ მოხარშოთ და შემდეგ მსუბუქად შებრაწოთ). გადმოიღეთ და გააცივეთ.
  3. 3 მოამზადეთ სალათის ფურცლები



    გარეცხეთ სალათის ფურცლები, გაამშრალეთ და ხელით დააქუცმაცეთ ჯვარისებურად.
  4. 4 მოამზადეთ სოუსი



    დააბლენდერეთ ახლადგამოწურული ლიმონის წვენი, მაიონეზი, ყველი, ნიორი და ანჩოუსის ფილე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  5. 5 ააწყვეთ სალათი



    დაჭერით ქათმის ხორცი ზოლებად. ნაზად შეურიეთ სალათის ფოთლები და გამომცხვარი პური. მოასხით სოუსი და მიირთვით გემრიელად!მომ