ჯანმრთელობა

დაავადებები და დიაგნოსტიკა

როგორ ამოვიცნოთ ტრიქომონიაზი?

ავტორი: მაკი მაკი

ტრიქომონიაზი საშარდე გზების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის, დაახლოებით 10% განიცდის ამ დაავადებას და ყოველწლიურად 170 მილიონი ადამიანი რეგისტრირდება აღნიშნული პრობლემით. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ტრიქომონიაზს ისეთი სახიფათო შედეგები ახასიათებს, როგორებიცაა უშვილობა, ორსულობის პათოლოგია. კიდევ, მამაკაცებში ურეთრის, სათესლე ჯირკვლების და პროსტატის დაავადება, ხოლო ქალებში - საშოში. ინფექცია სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ინფიცირებიდან 1-4 კვირის განმავლობაში ვლინდება.

 

საფეხურები

  1. 1 ტრიქომონიაზის სიმპტომები ქალებში



    გარეთ სასქესო ორგანოების წვა და ქავილი;
    ვაგინალური გამონადენი (ყვითელი ფერი, ზოგჯერ უსიამოვნო სუნით);
    ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს;
    ტკივილი შარდვისას;
    ჩირქოვანი გამონადენი.
  2. 2 ტრიქომონიაზის სიმპტომები მამაკაცებში



    როგორც წესი, მამაკაცებში ეს დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა, შეიძლება ზოგჯერ აღინიშნოს ტკივილი შარდვის დროს და გამონადენი.

    ტრიქომონიაზი იწვევს ანთებას და შეშუპებას. იშვიათი გართულებები კი ქალებში - ცისტიტს ან ბართოლინს იწვევს. მამაკაცებში ხშირია ამ დაავადების გართულება პროსტატიტის სახით.
  3. 3 დიაგნოსტიკა



    დაავადების დიაგნოსტირებისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. დიაგნოზის დასმა ხდება ნაცხის ანალიზით, რომელსაც აკვირდებიან მიკროსკოპით. გასინჯვის შედეგად ზოგჯერ საშოს კედლებზე აღინიშნება მოწითალო დაწყლულებული ადგილები.
  4. 4 გავრცელება

    ტრიქომონიაზი ვრცელდება მხოლოდ სქესობრივი აქტით. ამიტომ, მისი პრევენცია პრეზერვატივით შეგიძლიათ. ინფიცირება ხშირად წყვილს შორის ერთდროულად ხდება. ნებისმიერი გენიტალური სიმპტომის (გამონადენი, წვის შეგრძნება, ქავილი და ა.შ.) აღმოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს. აუცილებელია რომ მკურნალობა დაუყოვნებლივ დაიწყოს.