ფილოსოფია და რელიგია

შეუცნობელი

როგორ ვიმკითხაოთ? მარტივი მკითხაობა თეთრი მაგიიდან

როგორ ვიმკითხაოთ? მარტივი მკითხაობა თეთრი მაგიიდან

ავტორი: მაკი მაკი

ადამიანებს მუდმივად აწუხებთ კითხვები საკუთარ მომავალ ბედთან დაკავშირებით და მის გასაგებად სხვადასხვა მეთოდს, ძირითადად მკითხაობას მიმართავენ. მკითხაობა მრავალგვარია: კარტით, ყავაზე, ხელზე და ა.შ. არსებობს სხვა მრავალი მეთოდიც. დღეს ერთ-ერთ მათგანს შემოგთავაზებთ. ეს მეთოდი მათთვისა, ვისაც მაგიის შესახებ არც თუ ისე დიდი ინფორმცია აქვს, მაგრამ მაინც სურს მკითხაობა. ბევრი ადამიანი ირწმუნება, რომ მისგან სწორი პასუხი მიიღო. ამ მეთოდს არ სჭირდება, არავითარი შელოცვები. საკმარისია ზუსტად ისე გააკეთოთ, როგორც ინსტრუქციაშია მოყვანილი და პასუხსაც მალე მიიღებთ.

 

საფეხურები

  1. 1 8 თეთრი ფურცელი



    აიღეთ თეთრ ფურცელი და მაკრატლით დაჭერით 8 კუბის ფორმის ნაჭერი.
  2. 2 კი და არა



    აიღეთ ფურცლები და გამოღებულ ფანჯარასთან, წითელი ფერის ფანქრით დაწერეთ; “კი” და “არა”.
  3. 3 გაღებული ფანჯარა



    დახუჭეთ თვალები და გაახილეთ, სანამ გაახელთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ 10-ჯერ, თან წარმოიდგინეთ როგორ ეხება ფურცლებს თეთრი შუქი.
  4. 4 სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა



    როდესაც ამას მორჩებით, აჩეხეთ ფურცლები, როგორც ბანქოს კარტს ჩეხენ და ჩაიჩურჩულეთ; “თქვი სიმართლე, სიმართლე, სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა”.
  5. 5 თეთრი სანთელი



    კიდევ ერთხელ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ და დაანთეთ ერთი თეთრი სანთელი. რომ დაანთებთ, გაღებულ ფანჯარასთან დადეთ და ალზე შემოატარეთ ფურცლები, ისე, რომ არ დაიწვას და უბრალოდ გახურდეს. მალევე ჩააქვრეთ სანთელი და გადააგდეთ ფანჯრიდან შორს, ისე, რომ თვალი არ გააყოლოთ.
  6. 6 წითელი სანთელი



    შეარჩიეთ ადგილი, სადაც ამ ხელნაკეთ სამკითხაო კარტებს დააწყობთ და ყოველ კვირასა და ორშაბათს, ამ ადგილას დააწვეთეთ წითელი სანთელი.
  7. 7 საბედისწერო კითხვა



    როდესაც მკითხაობას გადაწყვეტთ, უნდა დასვათ ისეთი შეკითხვა, რომელზეც პასუხს მიიღებთ ან “კის” ან არას”. მაგალითად: “შემიყვარებს თუ არა?”, “გულრწფელია ჩემს მიმართ?” და ა.შ
  8. 8 კიდევ ერთხელ, სიმართლე



    როდესაც კარტს ხელში დაიჭერთ, თქვით სიტყვები, “მითხარი სიმართლე, სიმართლე, სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. შემდეგ აჩეხეთ და დაალაგეთ მაგიდაზე, ისე, რომ “კი” და “არა” არ ჩანდეს, ანუ ამობრუნებულად.
  9. 9 პასუხი კითხვაზე



    შემდეგ დაალაგეთ თანმიმდევრობით, ერთმანეთზე. რომ დაალაგებთ, დასვით ის კითხვა, რომელზეც ელით პასუხს,
    რომ იკითხავთ, პირველი კარტი, რომელიც ზემოდან დევს ანუ თქვენსკენ, აიღეთ. თუ მასზე წერია, “კი”, ესე იგი თქვენს კითხვაზე კარტმა, გაგცათ დადებითი პასუხი, თუ “არა” ამოვიდა, მაშინ პასუხი უარყოფითია.