როგორ ამოვიცნოთ შიდსი? დაავადების ნიშნები - rogor.ge

როგორ ამოვიცნოთ შიდსი? დაავადების ნიშნები

 

ტემპერატურის მომატება
დაავადების ერთ-ერთი პირველი ნიშანი შეიძლება ტემპერატურის მომატება იყოს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მას სხვა გვერდითი მოვლენებიც ახლავს თან, მაგალითად სისუსტე, სხვადასხვა ორგანოს ტკივილი, ყელის ტკივილი.

 

დაღლილობა
იმუნური სისტემა ამ დაავადებასთან ბრძოლას იწყებს ამიტომ შეიძლება თავი გადაღლილად იგრძნოთ. დაღლილობა აივ ინფექციის ადრეული და გვიანი სიმპტომცაა.

 

ყელის და თავის ტკივილი
ლიმფური კვანძები ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს. ლიმფური კვანძები წარმოადგენს ბარიერს როგორც ინფექციისთვის, ასევე სიმსივნური უჯრედებისთვის. მათი დიდი ნაწილი იღლიისა და კისრის არეშია განლაგებული. სწორედ ამიტომ არის დაავადების სიმპტომები ყელის და თავის ტკივილი.

 

გამონაყარი
ინფიცირების ერთ-ერთი სიმპტომია გამონაყარი კანზე, გულისრევა, ღებინება და დიარეა. გაითვალისწინეთ, რომ დაავადება ზოგჯერ ანალიზების შედეგებითაც არ ჩანს.

 

მადის დაკარგვა
დაავადების გამწვავებასთან ერთად ადამიანი მადას კარგავს და წონის შემცირებაც მისი ერთ-ერთი თანმდევი მოვლენაა.

 

მშრალი ხველა
ხშირია მშრალი ხველა, რომელიც ხშირად უბრალოდ ალერგიის შედეგია ხოლმე. იმისთვის რომ ხველა აივ ინფექციის სიმპტომად ჩაითვალოს, ის რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.

 

ღამის ოფლიანობა
ღამის ოფლიანობა ინფიცირებულების, დაახლოებით, ნახევარს აწუხებს. ის დაავადების ერთ-ერთი ადრეული სიმპტომია. აღსანიშნავია რომ ის არ უნდა იყოს დაკავშირებული ოთახის ტემპერატურასთან ან ფიზიკურ აქტივობასთან.

 

ფრჩხილის ფერის ცვლილება
ზოგიერთ შემთხვევაში იცვლება ფრჩხილის სტრუქტურა -სქელდება, ან პირიქით, ტყდეაბ. შესაძლებელია, შეიცვალოს შეფერილობა, გაჩნდეს მუქი ან წაბლისფერი ხაზები.

 

სოკოვანი ინფექციები
თანმხლები დაავადებებია სოკოვანი ინფექციები, განსაკუთრებით, ქალებში. გართულებულია ყლაპვა. აგრეთვე, ხშირია მენსტრუალური დარღვევები.

 

ჰერპესი
შიდსს ხშირად ახლავს ზედაპირული და გენიტალური ჰერპესი. ინფექციის დროს იმუნიტეტი სუსტდება და ორგანიზმი ჰერპესის ვირუსს ვეღარ ებრძვის.

 

კანკალი
აივ ინფექციის მომდევნო სტადიებზე ადამიანს ხელების და ფეხების კანკალიც აღენიშნებათ.