კულინარია

სასმელები

როგორ მოვამზადოთ პროტეინის კოქტეილი სახლის პირობებში

როგორ მოვამზადოთ პროტეინის კოქტეილი სახლის პირობებში

ავტორი: საბა მდივნიშვილი

თუ არ ჩავუღრმავდებით ანატომიას და ჩვენი სხეულის აგებულების სწავლებას, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ პროტეინი სჭირდებათ მათ, ვისაც სურს კუნთების გაზრდა და ლამაზი სხეული დაყენება. ორგანიზმი მარტივად ითვისებს პროტეინის კოქტეილს და მცირე დროში შესაძლებელია შედეგის დანახვა.

 

საფეხურები

  1. 1
    იქამდე სანამ შევუდგებით პროტეინის კოქტეილის მომზადებას, საჭირო გავერკვეთ, რაშია მისი უპირატესობა და რისთვის გვჭირდება. პროტეინი პირველ რიგში წარმოადგენს ცილებს, რომლებიც შესანიშნავად კვებავენ ჩვენი ორგანიზმის კუნთებს. მეორეც, პროტეინი უნიკალური ნივთიერებაა, რომელიც აუცილებელია ახალი ცილების სინთეზისთვის.
  2. 2
    არსებობს რამდენიმე წესი, რომელის ცოდნაც საჭიროა ასეთი კოქტეილის მიღების წინ. არ მიიღოთ პროდუქტი საღამოს და მითუმეტეს ღამით. მისი დალევისთვის საუკეთესო პერიოდია დილა. პროტეინის მიღება ასევე რეკომენდირებულია ვარჯიშის შემდეგ, ეს მოგეხმარებათ ენერგიის აღდგენაში და ბევრად გაზრდის თქვენი კუნთის მასას.
    პროტეინის კოქტეილის მომზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივია. რეცეპტების დიდი რაოდენობა, გამოყენებული ინგრედიენტების ვარიაცია დაგეხმარებათ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის შერჩევაში.
  3. 3
    განვიხილოთ რამდენიმე რეცეპტი, რომელის დამზადებაც შესაძლებელია სახლის პირობებში:
    აიღეთ 250 გრამი რძე და 1-2 კოვზი კრისტალიზებული ამინომჟავა. გემოს გაძლიერებისთვის საჭიროა მარწყვის და ვაშლის რამდენიმე ნაჭრის დამატება. ათქვიფეთ ინგრედიენტები ბლენდერის საშუალებით.
  4. 4
    აიღეთ სათითაო მაგიდის კოვზი თაფლი, გახეხილი ნიგოზი და დაუმატეთ ერთი ცალი უმი კვერცხი. ჭიქის თავისუფალი ადგილი შეავსეთ კეფირით, შემდეგ ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში მიქსერის მეშვეობით. თქვენი პროტეინის კოქტეილი მზადაა.
  5. 5
    სხვა სახის პროტეინის კოქტეილი გასაკეთებლად თქვენ დაგჭირდებათ სახეხზე წვრილად გახეხილი - მიწის მსხლის 2 ბოლქვი, ვაშლის წვენი 100 გრამი, 1 კოვზი ლუდის საფუარი და ნიგოზი. მიღებული პროდუქტი ათქვიფეთ მიქსერის მეშვეობით. გადაასხით ჭიქაში და ისიამოვნეთ კოქტეილით.
  6. 6
    შემედგი სახის პროტეინის კოქტეილისთვის დაგჭირდებათ 100 გრამი წვრილად დახეხილი გამომშრალი სოკო, მაიონეზი 50 გრამი, ერთი ცალი უმი კვერცხი, მდნარი ყველი 50 გრამი და 100 გრამი წვრილ სახეხზე გახეხილი მოხარშული კარტოფილი. ასეთი სახის კოქტეილი დალევა საჭიროა საჭმლის მიღებამდე 30-45 წუთით ადრე.

გაფრთხილებები

  • დაიმახსოვრეთ, პროტეინი არ არის საჭმელი, ის მხოლოდ საკვები დანამატია.
  • იმისათვის, რომ მიიღოთ ლამაზი სხეული, საჭიროა პროტეინის ფხვნილების შეძენა კოქტეილის დასამზადებლად.