როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი პირიდან? - rogor.ge

როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი პირიდან?

 

კბილების მოვლა
ყველასთვის ცნობილია რომ დღეში პირის ღრუს ორჯერ მაინც უნდა იწმენდეთ. ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ კბილებს, არამედ რღძილებს, ენას და მთლიანად პირის ღრუს.

 

კბილის ჯაგრისი
გამოცვალეთ კბილის ჯაგრისი 2-3 თვეში ერთხელ.

 

პროთეზის მოვლა
თუ პროთეზს იყენებთ, აუცილებლად მოიშორეთ ღამით და საფუძვლიანად გაწმინდეთ.

 

მოწევა
სასურველია შეწვიტოთ მოწევა.

 

პირის სიმშრალე
უსიამოვნო სუნს პირის სიმშრალე იწვევს. აუცილებელია რომ სისტემატიურად ხდებოდეს ნერწყვის გამოყოფა. ნერწვის გამოყოფის სტიმულირებისთვის კარგია საღეჭი რეზინი. ხშირად დალიეთ წყალი და არა გაზიანი სასმელი. გარდა იმისა რომ წყალი პირის ღრუს და მთლიანად ორგანიზმს დაატენიანებს, ნადებსაც ჩარეცხავს.

 

საკვები
არ არის საჭირო იმისთვის რომ უნდა მოერიდოთ ხახვს და ნიორს, თუ სუნთქვის გაფუჭება არ გინდათ. სხვა შემთხვევაში ორივე პროდუქტი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.

 

ხალხური მეთოდები
არსებობს ცუდი სუნის გაქრობის ხალხური საშუალებები. მაგალითად ოხრახუში, დარიჩინი, ხის ფისი, კამას თესლი. ხშირად მიირთვით ხილი და ბოსტნეული.

 

ენის საწმენდი
გამოიყენეთ ენის საწმენდი, რომლითაც მის ზედაპირზე არსებულ ბაქტერიებს მოიშორებთ.

 

არმოატული საშუალებები
ნუ შეეცდებით ამ პრობლემის მოგვარებას სხვადასხვა არომატული საშუალებებით. ეს პრობლემის გადაჭრის მხოლოდ დროული საშუალებაა. მთავარია დაადგინოთ თუ რა არის მისი გამომწვევი მიზეზი და მკურნალობაც გაცილებით სწრაფი და ეფექტური იქნება.