როგორ გავაკეთოთ 3D სათვალეები? - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ 3D სათვალეები?

 

ვჭრით ჩარჩოს და ფირფიტებს
მუყაოს ქაღალდიდან ამოვჭრათ ჩარჩო. ცალკე პლასტმასისგან ამოვჭრათ ორი ცალი ფირფიტა, რომელსაც შემდეგ შევღებავთ ლურჯ და წითელ ფერებად

 

ახლა ყურადღება
წითელი პლასტმასის ფირფიტას ვაწებებთ მაცხენა თვალის მხარეს, ლურჯს მარჯვენა მხარეს და აქ მთავარია არ აურიოთ მხარეები, თორემ საჭირო ეფექტს საერთოდ ვერ მიიღებთ.

 

უფრო ხარისხიანი სათვალე
უფრო ხარისხიანი სათვალის გასაკეთებლად იყენებთ ჩვეულებრივი მზისგან დამცავი სათვალის ჩარჩოს. ვიღებთ სათვალიდან მუქი ფერის მინებს და ვსვამთ მასში პლასტმასისგან ამოჭრილ და შემდეგ ლურჯად და წითლად შეღებილ ფირფიტებს. გისურვებთ სასიამოვნო კინოჩვენებას!