როგორ ამოვიყვანოთ ჟანგის ლაქა ტანსაცმლიდან? - rogor.ge

როგორ ამოვიყვანოთ ჟანგის ლაქა ტანსაცმლიდან?

 

ლიმონი და უთო
ლაქაზე დაასხით ლიმონის წვენი და ცხელი უთოთი გააუთოვეთ. ეს პროცედურა გაიმეორეთ ლაქის სრულად გაქრობამდე. შემდეგ ტანსაცმელი ცივ წყალში გაავლეთ და ჩვეულებრივი მეთოდით გარეცხეთ.

 

ძმარი და ნიშადურის სპირტი
ლითონის ჯამში ჩაასხით 1 ჭიქა წყალი და 1 სუფრის კოვზი ძმარი. დადგით ცეცხლზე და ადუღებამდე მიიყვანეთ. ამის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ნიშადურის სპირტი და მწიკვი პურის სოდა. დალაქავებული ადგილი ჩაუშვით ამ ხნარში, ცოტა ხნით გააჩერეთ, თან ჯაგრისი უსვით. ასე გაიმეოროთ მანამ, სანამ ლაქა სრულიად არ გაქრება.

 

კბილის პასტა, ცარცი და გლიცერინი
აიღეთ თანაბარი რაოდენობის კბილის პასტა, დაფხვნილი ცარცი, გლიცერინი და წყალი. ერთმანეთში აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და დალაქავებულ ადგილს წაუსვით. ამ მდგომარეობაში დატოვეთ ქსოვილი მთელი ღამით. დილა ჯერ ცივ წყალში გაავლეთ და შემდეგ ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.