როგორ ავიღოთ სესხი იაფად? - rogor.ge

როგორ ავიღოთ სესხი იაფად?

 

რა არის სწრაფი სესხი? სწრაფი სესხი არის მოკლევადიანი სესხი! ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მომსახურებით სარგებლობთ, წინასწარ უნდა გქონდეთ გაცნობიერებული, რომ სესხის დაფარვა მოკლე დროში მოგიწევთ. თუ არადა დროთა განმავლობაში მის საკომისიო უფრო და უფრო მოიმატებს.

 

როგორ ავიღოთ სესხი იაფად? მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მომსახურებით სარგებლობას თუ გადაწყვეტთ, უნდა შეეცადოთ შეარჩიოთ ისეთი მომსახურება, რომელიც რაც შეიძლება ნაკლებ პროცენტში მოგცემთ სესხს. ზოგიერთ მათგანში პირველი პირველი სესხი უპროცენტოა. ჩვენ სწორედ მათზე შევჩერდებით:

 

ვივუსი პირველი სესხის აღებისას უპროცენტო მომსახურებით სარგებლობა შეგიძიათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში vivus.ge. გარდა ამისა, ორგანიზაციას აქვს ლოიალურობის პროგრამა მე-4 და შემდეგი სესხის აღებისას 10.15 და 20 პროცენტიანი ფასდეკლების სახით, სესხის საკომისიოზე. ლოიალურობის პროგრამა სამი დონისგან შედგება. პირველი დონე - მე-4 და მე-5 სესხის შემთხვევაში იღებთ 10 % ფასდაკლებას. მეორე დონე - მე-6 სესხით სარგებლობისას იღებთ 15 % ფასდაკლებას. მესამე დონე - მეშვიდე და შემდგომი სესხის აღებისას სარგებლობთ 20 %-იანი ფასდაკლებით. იმისთვის, რომ ჩაერთოთ ლოიალურობის პროგრამაში, საჭიროა თქვენი სესხის გამოყენების ვადა შეადგენდეს მინინუმ 14 დღეს, სესხის ჯამური მოცულობა - 200 ლარს, სარგებლობის პერიოდი კი 30 დღეს სესხის დაფარვასა და განმეორებითი სესხის აღებას შორის.

 

ემას კრედიტი პირველ სესხს უპროცენტოდ გთავაზობთ emmascredit.geც. ამ ორგანიზაციის მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ იღებთ მაქსიმუმ 200 ლარს 20 დღის ვადით და უკან ისევ 200 ლარს აბრუნებთ.

 

სისილოუნი პირველი სესხი უპროცენტოა ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ccloan.ge-ში Emma’s credit-სგან განსხვავებით, აქ 50-200 ლარის ოდენობის პირველ სესხს 30 დღით იღებთ სრულიად უპროცენტოდ. მნიშვნელოვანია, რომ სესხზე მოქმედებს პროცენტის ყოველდღიურად დარიცხვის სისტემა. სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, სესხის წინსწრებით, ვადამდე ადრე დაფარვის შემთხვევაში იხდით მხოლოდ იმდენი დღის საკომისიოს, რამდენი დღითაც ისარგებლეთ. მაგალითად თუ სესხი აიღეთ 30 დღით, მაგრამ დაფარეთ პირობითად 9 დღეში, იხდით მხოლოდ 9 დღის საკომისიოს. CCloan-ის მომსახურებით სარგებლობისას თქვენ სარგებლობთ ყველაზე დაბალი საკომისიოთი. „სისილოუნში“ სესხი გაიცემა თვეში 19 %-ად და ის პროპორციულად იყოფა სესხით სარგებლობის პერიოდებზე. მაგალითად სესხის 15 დღით აღების შემთხვევაში პროცენტი ნახევრდება და იხდით აღებულ თანხას 9.5 %.

 

მანიმენი მსგავსი შეღავათით შეგიძლიათ ისარგებლოთ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია moneyman.ge-შიც. ამ შემთხვევაშიც სესხის წინსწრებით დაფარვისას იხდით მხოლოდ იმ რაოდენობის პროცენტს, რამდენი დღეც მისით ისარგებლეთ. მანიმენიც იძლევა პირველ კრედიტს უპროცენტოდ. მაგრამ ამ შემთხვევაში ორგანიზაციის მიერ გასაცემი პირველი სესხის ლიმიტი არა 200, არამედ 500 ლარია. პირველი 500 ლარიანი სესხის აღების შემთხვევაში თქვენ იმავე თანხას აბრუნებთ 30 დღეში. გარდა ამისა, თქვენი სესხის ლიმიტი, ყოველი შემდგომი კრედიტით სარგებლობის შემდეგ იზრდება.

 

ნეტკრედიტი უპროცენტო სესხით სარგებლობა შეგიძლიათ netcredit.ge-შიც. ამ შემთხვევაში თქვენ პირველ სესხს 500 ლარამდე იღებთ უფასოდ და ყოველი შემდეგი სესხის აღებაზე სარგებლობთ ლოიალობის პროგრამით, რაც ითვალისწინებს სესხის საკომისიოზე ფასდაკლებას 5-30%-მდე.