როგორ დავაყენოთ Adobe Flash Player - rogor.ge

როგორ დავაყენოთ Adobe Flash Player

შევდივართ Adobe Flash Player–ის ოფიციალურ საიტზე და ვუთითებთ ჩვენი კომპიუტერის მონაცემებს – ისე როგორც სურათშია ნაჩვენები. რის შემდეგაც ვაკლიკებთ ღილაკზე Download Now. | Adobe Flash Player-ის გადმოსაწერი გვერდის ბმული |

ვიწყებთ ფაილის გადმოწერას. მისი დასრულების შემდეგ ვხსნით ფაილს და ვიწყებთ დაყენებას (ინსტალლაციას). ინსტალაციის დაწყების წინ სასურველია გამორთოთ კომპიუტერში მოქმედი ყველა პროგრამა, განსაკუთრებით ვებ–ბრაუზერები

საინსტალაციო პროგრამის გაშვების შემდეგ დაეთანხმეთ Adobe–ს License Agmeent–ს და დააჭირეთ ღილაკს Install. რამდენიმე წამში პროგრამის დაყენება დასრულდება, რის შემდეგაც შეძლებთ მის გამოყენებას კომპიუტერის გადარესტარტების გარეშე.