როგორ იქცევიან და ცხოვრობენ ბედნიერი წყვილები (10 რჩევა) - rogor.ge

როგორ იქცევიან და ცხოვრობენ ბედნიერი წყვილები (10 რჩევა)

 

საიდუმლო არ არის, რომ ურთიერთობები შედგება წვრილმანებისგან. მცირე რამ, რომელსაც გააკეთებთ ახლა, მომავალში შეიძლება გაამყაროს თქვენი ურთიერთობა მრავალი წლით. გახსოვდეთ, ყველა ადამიანს სჭირდება იგრძნოს, რომ მას აფასებენ მას და ურთიერთობას. არ აქვს მნიშვნელობა ეს ქალი იქნება თუ კაცი, მისი თუნდაც წვრილმანი ჟესტებით გამოხატვა ყველას სიამოვნებს.

 

ყურადღება მიაქციეთ ყურადღება და მუდამ უსმინეთ იმას თუ რას გეუბნებათ პარტნიორი. ხშირ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ზუსტად ესაა, გაუგო საყვარელ ადამიანს. გრძნობა, როდესაც შენი ესმით და გვერდში გიდგანან შეუდარებელია.

 

შეხება შემთხვევითი, მგრძნობიერა კონტაქტი რიგ შემთხვევებში უფრო აახლოვებს და მნიშვნელოვან გრძნობას ტოვებს ხოლმე ვიდრე სექსი. ჩაეხუტეთ, მოეფერეთ საყვარელ ადამიანს. შეეხეთ ხანდახან თითქოს შემთხვევით, მაგრამ გრძნობით. ეს შეგრძნებები და ემოციები კი ნამდვილად ამყარებს ორი ადამიანის ურთიერთობას.

 

თავაზიანობა იყოთ თავაზიანი პარტიონიორის მიმართ - ეს ბუნებრივია. სამწუხაროა, რომ ხანდახან წყვილები ივიწყებენ ამის შესახებ. არ მოგერიდოთ თქვათ "მადლობა", ან "თუ შეიძლება". თითქოს უმნიშვნელო ფრაზებია, მაგრამ საერთო ჯამში მათ დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ეს არის საფუძველი ურთიერთობის ჩხუბებისა და კამათის გარეშე.

 

მადლიერება აუცილებელია იყოთ მადლიერი და დააფასოთ ყველაფერი რასაც თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენთვის აკეთებს. ყველა კეთილი საქმე, კარგი ჟესტი, უმნიშვნელო პოზიტივიც კი არ უნდა დაგრჩეთ ყურადღების გარეშე, შეეცადეთ გამოატოთ მადლიერება და დაანახთ მას რომ ამას აფასებთ.

 

საუბარი იმისათვის, რომ ელაპარაკოთ სხვადახვა თემებზე, ან გაიგოთ უბრალოდ რა ხდება თქვენი საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში ახალი, არ არის აუცილებელი არსებობდეს რამე კონკრეტული მიზეზი. ზოგიერთ წყვილს შორის საუბარი განპირობებულია მხოლოდ აუცილებლობით (საყიდლებზე წასვლა, ბავშვის ექიმთან მიყვანა). შეეცადეთ, რომ თქვენს შემთხვევაში ეს ასე არ იყოს. ისაბრეთ სხვადასხვა თემებზე, მრავლისმომცველ საინტერესო ასპექტებს შეეხეთ თქვენი ინტერესის სფეროებიდან. ისაუბრეთ იმიტომ, რომ თქვენ ეს სიამოვნებას განიჭებთ, და აგრძნობინეთ მასაც.

 

ფლირტი არ მოეშვათ მასზე შთაბეჭდილების მოხდენას. რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს თქვენი ურთიერთობა შეეცადეთ იყოთ ორიგინალური, თითქოს ახალი გაცნობილი გყავთ და გსურთ მისი გულის მოგება. შემთხვევითი ღიმილი, ლამაზი კომპლიმენტი, თვალით მინიშნება, მოიქეცით ისე, რომ ხანდახან გაახსენოთ თქვენ გაცნობის პერიოდი, ესეთი ჯესტები წყვილებს უფრო აახლოვებს ერთმანეთთან.

 

გუნდურობა ერთად აკეთეთ რამე, არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს, საჭმლის მომზადება, სპორტით დაკავება, ჰობი თუ რა, შეეცადეთ რომ გქონდეთ საერთო გატაცებები. ერთად გაკეთებული საქმე, მიღწეული წარმატებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თქვენ ერთი საერთო გზა გაქვთ, რომელსაც გუნდურად და შეთანხმებულად ერთად მიუყვებით.

 

იუმორი შეუცვლელია, როცა ადამიანი პრობლემებს უდგება რეალურად, მაგრამ მაინც მსუბუქად და იუმორით. იცინეთ ერთად, გამოიყენეთ ხოლმე ირონია სიტუაციების მიხედვით. იცინეთ ერთად მოახდინეთ იმპროვიზაცია თუნდაც გამოუვალი მდგომრეობის დროსაც და თქვენ ნახავთ რომ ვერანაირი პრობლემა ვერ შეძლებს თქვენს შეშინებას და დაბრკოლებას.

 

ბოდიშის მოხდა დიდი წყენა, როგორც წესი უმნიშვნელო რამიდან იწყება. ბოდიში მოიხადეთ როცა აწყენინებთ საყვარელ ადამიანს. ეს არ არის სირცხვილი. გააცნობიერეთ დაშვებული შეცდომა და შეეცადეთ გამოსწორებას. ჯობს ახლავე და ამ წამს მოიხადოთ ბოდიში, ვიდრე შემდეგ რამდენიმე მცირე შეცდომასა და წყენას ერთად სხვა უფრო ცუდი შედეგი მოყვება.

 

ოცნებები საერთო ოცნებები და მიზნები არის საგზური მომავლისკენ. დაეხმარეთ საყვარელ ადამიანს შეძლოს ოცნების ასრულება და მიზნის მიღწევა. მართალია თქვენ ერთად ხართ, მაგრამ არ უნდა შეაფერხოთ პარტნიორი ოცნების ასრულებაში, პირიქით შეუწყვეთ ხელი, იცოდეთ რა სურს მას და რისკენ მიდის, თქვენ კი პირადი მიზნები გაუზიარეთ და ერთად სცადეთ სასურველი შედეგის დაყენება.ასეთ დროს თქვენ მნიშვნელოვნად დაუახლოვდებით ერთმანეთს