როგორ დავეხმაროთ ბავშვს სიარულის სწავლაში - rogor.ge

როგორ დავეხმაროთ ბავშვს სიარულის სწავლაში

 

უნდა გამოიჩინოთ ყურადგება და დაკვირვებულობა. მიაქციეთ ყურადღება, როგორ დგას ბავშვი ფეხზე, როცა არის რამესთან ახლოს. მყარად დგას თუ არა და როგორ იკვებს თავს. დგება თუ არა ის დამოუკიდებლად. თუ პასუხი ორივე კითხვაზე არის დადებითი, ანუ ბავშვი თავად ცდილობს მყარად დადგომას და წამოდგომის დროსაც არ ელოდება მშობელს და დამოუკიდებლად აქვს მცდელობა შეგიძლიათ უკვე დაეხმაროთ მას პირველი ნაბიჯების გადადგმაში

 

ძალიან სახალისო და საინტერესო მეთოდია პატარისთვის სიარულის სასწავლებლად, ეთამაშოთ მხიარული და დამაინტერესებელი თამაში. დაგჭირდებათ დამხმარე, რომელიც დაიჭერს პატარას, ხოლო დედა ან საყვარელი სათამაშო იქნება ცოტა მოშორებით. საჭიროა დაანახოთ ბავშვს და ყურადღება მიაქცევინოთ სათამაშოზე, რომელიც იქნება რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, ბავშვი შეეცდება მოძრაობას და მისკენ წასვლას, აუცილებლად დააზღვიეთ ის, რომ არ დაეცეს. ხელის გაშვების შემდეგ ის გადადგმას ნაბიჯს, თუ ატყობს დამხმრე ადამიანი, რომ ის ეცემა მაშინ დაიჭერს. დღეში რამდენჯერმე ამ თამაშის გამეორება იძლევა შედეგს. პატარა უფრო გაბედული ხდება და იწყებს ნაბიჯების თამამად გადადგმას რათა აიღოს სათამაშოს ან ჩაეხუტოს დედას და ეთამაშოს მას.

 

შემდეგი, არანაკლებ საინტერესო თამაში დაკავშირებულია სკამთან. მთავარია ის არ იყოს დიდი და მძიმე. საჭიროა,რომ პატარა დააყენოთ სკამთან და დაადებინოთ ხელები დასაჯდომ ადგილას, ამ დროს კი უფროსი ადამიანი, ნელ ნელა მცირე მანძილით წევს სკამს უკან, ამგვარად ბავშვს უწევს მცირე ნაბიჯებით მიყვეს სკამს, ისე რომ იყოს მასზე დაყრდნობილი. შეგიძლიათ ამ დროს პატარას მოუყვეთ რამე ზღაპარი, ლექსი ან უმღეროთ, რომ იყოს მხიარულად და თან განივითაროს კიდურები.

 

არ არის რეკომენდირებული ჭოჭინების გამოყენება, ისინი ბავშვის სწავლას ხელს უშლიან, რადგან მისი დახმარებით ძალის დატანები გარეშეც შეუძლია გადაადგილება. პატარისთვის უფრო ადვილია კომფორტულად ეკიდოს ჭოჭინაში და ფეხის ადვილი მოქნევით გადადგილდეს ვიდრე სცადოს დამოუკიდებლად სიარული.