როგორ ამოვიცნოთ "ენერგეტიკული ვამპირი" - rogor.ge

როგორ ამოვიცნოთ "ენერგეტიკული ვამპირი"

 

პირველი რაც უნდა გახსოვდეთ, უმეტესმა ეგრეთ წოდებულმა ენერგო-ვამპირმა არ იცის რომ ის ასეთია. კერძოდ როცა ისინი ვერ ახერხებენ გამოძინებას, აწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები, ძალიან იღებიან სამსახურით და ვერ ახერხებენ ენერგიის აღდგენას ავტომატურად მათდა უნებურად იწყებენ საკუთარ პრობლემების სხვებისთვის თავზე მოხვევას, იწყებენ კამათს, უწევენ ხმას, ისინი საკუთარი ნეგატიური ემოციებისგან ამდაგვარად თავისუფლდებიან, თუმცა სამწუხაროდ ეს დასასრული არაა, რადგან ამ მხრივ ისინი ახერხებენ ჩვეულებრივი ადამიანების ემოციურ დაღლას, გამოფიტვას, ამით თვითონ ამის შემდეგ ხდებიან უკეთ, ხოლო სხვა ადამიანებს უწევთ თვისი ენერგიის კვლავ აღდგენა.

 

ენერგო ვამპირის სიმპტომები ადვილი შესამჩნევია, მათ აქვთ ძალიან ცვალებადი ხასიათი. მათთან ხანგრძლივი დროის გატარება დიდ ენერგიას მოითხოვს. თუ ისინი ცუდ ხასიათზე არიან ადვილად შეამჩნევთ, რომ ეს ხასიათი ძალიან მარტივად სხვებზე გადადის და გარკვეული დროის შემდეგ თვითონ ხდებიან უფრო აქტიურები და მშვიდები, სხვები კი ძალ-გამოცლილები რჩებიან.

 

მათთან ხშირად დროის გატარების შემდეგ გრძნობთ, რომ გეძინებათ, დაღლილობა კი მატულობს. ხშირია ასევე მთქნარება. ეს ყველაფერი დაკვირების შემდეგ მოდის, რა თქმ აუნდა ტყუილად თუ დაგამთქნარებთ და წინა ღამეს თავად არ გეძინათ, სხვას ნუ დამბრალებთ ამას, მაგრამ როცა უმიზეზოდ ითენთებით, ლაპარაკიც გიჭირთ და რთულ რამეებზე ფიქრი ხშირ შემთხვევაში ამის ბრალია.

 

რაც შეეხება გამოსავალს, არ აყვეთ მათ კამათში, თავი შეიკავეთ. ეს თქვემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ კამათის შემდეგ ის დაიცლება უარყოფითი ემოციებისგან თქვენ კი დადებითისგან. შეეცადეთ გაერიდოთ ან შეუწყოთ ხასიათი და რამით ასიამოვნოთ, რადგან მოახერხოს ენერგიის აღდგენა რამე პოზიტიურით. ამათის ნაცვლად დაეხმარეთ რამე კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში.

 

უთხარით მას, რომ ეს პრობლემა აწუხებს, განუმარტეთ თუ რა არის ენერგო-ვამპირიზმი. განსაკუთრებით თუ თქვენი მეგობარია. მათ არ იციან ამის შესახებ. აუხსენით რომ უმჯ ჯობიასია გამოიძინოს, სწორად იკვებოს, ან მიხედოხ ჯანმრთელობას თუ რამე აწუხებს. შესთავაზეთ დახმარება და გვერდში დადგომა.