როგორ დავაჩქაროთ სექსუალური აქტის დასრულება (ეაკულაცია) - rogor.ge

როგორ დავაჩქაროთ სექსუალური აქტის დასრულება (ეაკულაცია)

 

გარე პრობლემები შეეცადეთ მაქსიმალურად მოეშვათ და დაივიწყოთ სტანდარტული ყოველდღიური პრობლემები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ სქესობრივი აქტი. ასაკთან ერთად მამაკაცებს მეტი საზრუნავი და დასიქრელი უჩნდებათ. სამსახური, პირადი საქმეები, ათასობით წვრილმანი პრობლემა და ა.შ. ამდენი პრობლემის გადამკიდე გასაკვირიც არ არის, რომ მამაკაცმა ქალის მიმართ დაკარგოს ან შემცირდეს ლტოლვა სტრესის გამო. სექსის დროს სხვადასხვა თემებზე ფიქრი და მოცდენა შეგიქმნით პრობლემას და შეაკავებს ეაკულაციის მომენტს.

 

შეცვალეთ გარემო და სიტუაცია. შექმენით რომანტიული განწყობა, ისეთი რომელიც გამოიწვევს დადებით და სასიამოვნო ემოციებს ორივე პარტნიორისთვის. როგორც პრაქტიკამ აჩვენა მსგავსი სექსი დიდი დროის განმავლობაში იმავე ადგილას ბეზრდება ორივე წყვილს და ლტოლვაც იკლებს. კარგი იქნება თუ თქვენ საყვარელ ადამიანთან ერთად 1-2 დღით მაინც შეიცვლით გარემოს და წახვალ სამოგზაუროდ. ჰაერის გამოცვლას მოგიხდებათ და ახალი სიტუაცია შექმნის ახალ განწყობას. სექსიც იქნება ბევრად განსხვავებული, ინტენსიური და სასიამოვნო.

 

დაუკვირდით და კარგად დაფიქრდით, რამე ხომ არ არის ისეთი რაც გიშლით ხელს და გაღიზიანებთ სექსის დროს. ბევრი მამაკაცი ამობს რომ ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის პრეზერვატივის გამოყენება, რომ ის ამცირებს მგრძნობელობას. ზოგიც ფიქრობს, რომ სიამოვნებას ღებულობს მხოლოდ ერთი კონკრეტული პოზიდან. აქედან გამომდინარე გამოსავალი შემდეგია, შეგიძლიათ გამოიყენოთ კონტრაცეპციის სხვა სახე, რაც შეეხება პოზებს კიდე, სცადეთ სხვადასხვა ვარიანტები და გაიმრავალფეროვნეთ სიამოვნება.

 

როგორ გავხადოთ სექსი უფრო მგრძნობიარე? შეწყვიტეთ მასტურბაცია გარკვეული დროით მაინც. ზოგი მამაკაცი დამოკიდებულია ამ ჩვევაზე. გარკვეული დროის შემდეგ კი ისინი გადაეჩვევიან ხოლმე აქტიურ სექსს და ამის გამო უჭირთ ეაკულაცია. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ კავდებით ანანიზმით, მაგრამ მაინც გიჭირთ სქესობრივი აქტის დროს ეაკულაცია, მაშინ პირიქით სცადეთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ძლიერი აღზნება.

 

მეტი დრო დაუთმეთ პრელუდიას და მოფერებას. სანამ დაიწყებთ აქტს, დარწმუნდით, რომ თქვენც და თქვენი პარტიორიც საკმარისად აღზნებული და მზად ხართ. მოახდინეთ ეროგენული ზონების სტიმულირება.

 

თუ თქვენ ყველაფერი სცადეთ და ვერ მაოხერხეთ სექსუალური ცხვორების დარეგულირება, გირჩევთ ესტუმროთ კვალიფიცირებულ ექიმს - უროლოგს.შეიძლებ ეს იყოს პროსტატიტის ადრეული სიმტომი, ან იმპოტენციის. ამ პრობლემის წინაშე შესაძლოა ნებისმიერი მამამაკცი დადგეს. არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ სხვადასხვა ქიმიური აღმზნები პრეპარატების თვითნებური მიღება. ამ ქმედებით შეიძლება თქვენ ორგანიზმს მეტი ზიანი მიაყენოთ.