როგორ ვუმკურნალოთ სისხლჩაქცევებსა და სილურჯეს (ხალხური მედიცინა) - rogor.ge

როგორ ვუმკურნალოთ სისხლჩაქცევებსა და სილურჯეს (ხალხური მედიცინა)

სიცივე თუ სითბო? თუ ახლახანს დაშავდით და ჯერ კიდევ არ გაქვთ სისხლჩაქცევა(სილურჯე), დაიდეთ აუციებლად რაიმე ცივი. ყველაზე კაია თუ ყინულის ნატეხებს დაიდებთ, რომელიც გახვეული იქნება პირსახოცში. სიცივე არ მიცემს სისხჩაქცევას განვითარების საშუალებას. შემდეგ დღეს უკვე შეგიძლიათ პერიოულად ჩაიტაროთ დათბუნვის პროცედურები. დაზიანებულ ადგილას დაიდეთ თბილი მარილი ტომსიკაში. ამით თქვენი კანსი ქსოვილები უფრო მალე აღდგება და სისხლის მიმოქცევა გააქტიურდება.

კომბოსტო თუ უკვე გაქვთ დალურჯება, მაშინ აიღეთ კომბოსტო და მოაცილეთ რამდენიმე ფოთოლი. დაჭყლითეთ ის თუნდაც ჩაქუქჩით, გაახვიეთ მარლაში და დაიდეთ დაზიანებულ ადგილას.

ხახვის კომპრესი აიღეთ ხახვი და გაასუფთავეთ, დაჭერით თხლად და დააყარეთ მას მარილი. მიღებული მასა გადატანეთ მარლაზე, გაახვიეთ მასში და დაიდეთ დალურჯებულ ადგილას. ასე გაიმეორეთ დღეში 2 ჯერ. მარლის დადება არ შეიძლება 30 წუთზე მეტხანს. იმისათვის, რომ პროცედურის შემდეგ მოიშოროთ ხახვის უსიამოვნო სუნი, გამოიყენეთ წყალში გახსნილი ლიმნის წვენი ან ძმარი, შემდეგ კი კარგად დაიბანეთ საპნით.

მარილი ჩაალბეთ ნაჭერი მარილის ხსნარში და შეიხვიეთ დაზიანებული ადგილი. ასევე შესაძლებელია შემდეგი ხერხის გამოყენებაც: აიღეთ 1 ჭიქა სუფრის მარილი და 1 ჭიქა 9% ძმარი. ჩაალბეთ ბამბა ხსნარშ და დაიდეთ დალურჯებულ ადგილას 3 ჯერ დღეში 30 წუთის მანძილზე.

შესაძლებელია ახლა ამ წამს თქვენ ეს ინფორმაცია არ გჭირდებათ და ჩათვალოთ, რომ ინსტრუქცია გამოუდეგარია, თუმცა თუ მომავალში თქვენ ან თქვენს ნაცნობებსა და მეგობრებს დაჭირდეთ შეგიძლიათ დახმარებაგაუწიოთ. გაუზირეათ მათ მიღებული ინფორმაცია !