როგორ მოვირჩინოთ კონიუქტივიტი - rogor.ge

როგორ მოვირჩინოთ კონიუქტივიტი

 

არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ თვალს და არ დაიწყოთ მისი მოფხანა. შეიძლება სულ ცოტა ხნით ეს სასიამოვნო იყოს, თუმცა შემდეგში ეს მეტ დისკომფორტს გამოიწვევს ტკივილის სახითაც კი. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ძალიან მოგინდებათ მოფხანა მაქსიმალურად შეიკვეთ თავი. უნდა მოითმინოთ, სხვა გზა არაა.

 

აფთიაქში შეიძინეთ პენიცილინი. როგორც წესი ის იყიდება ფხვნილის ფორმით, პატარა ბოთლში. შეძენის შემდეგ გახსნით ბოთლი და ჩაასხით მასში მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ. მიღებული ხსნარით, რა თქმა უნდა გგრილების შემდეგ გაჟღინთეთ ბამბის ფირფიტა და გაიწმინდეთ, "ამოიბანეთ თვალები" კარგად. ყურადღება მიაქციეთ წამწამებსაც კი.პროცედურის დაწყებამდე არ დაგავიწყდეთ ხელების კარგად დაბანა. თითო თვალისთვის გამოიყენეთ სხვადასხვა ბამბის ფიფიტები, წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ ინფექცია გადაიტანოთ სხვა თვალზეც, რითიც უფრო დაამძიმებთ არსებულ ვითარებას.

 

თუ თქვენ გაქვთ ერთი თვალის ანთება, აუცილებელია რომ ხსნარით მაინც ორივე თვალი დაიმუშავოთ.წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია ალბათობა ინფექცია გადავიდეს მეორე თვალზეც.

 

თვალი რაც შეიძლება ხშირად გაიწმინდეთ ხსნარით. მოცემული მეთოდი არის ძალიან ეფექტური, რაც მთავრია მას შედეგი ძალიან მალე მოაქვს.

 

ასევე შეგიძლიათ თვალები ამოიბანოთ, გვრილის ხსნარით, (იყიდება აფთიაქში) და ასევე მუქი ჩაით. თუმცა ყველაზე კარგი შედეგი, როგორც აღვნიშნეთ მოაქვს პენიცილინს.