როგორ გავხადოთ ქუსლები უფრო ლამაზი და რბილი - rogor.ge

როგორ გავხადოთ ქუსლები უფრო ლამაზი და რბილი

 

პროცედურა გააკეთეთ საღამოს. აიღეთ თასი, დაასხით 1.5 ლიტრი თბილი წყალი. დაამატეთ 4 სუფრის კოვზი 3% იანი ზეჟანგის ხსნარი (პერეკისი) და ჩადგით ფეხები წყალში. რამდენიმე წუთის შემდეგ ამოიღეთ ფეხები წყლიდან და ქუსლის სახეხით გაისუფთავეთ ქუსლები. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ კიდევ ერთხელ და გაიმშრალეთ.

 

პირველი პროცედურის მორჩენის შემდეგ შეგიძლიათ ასევე სცადოთ შემდეგი რამ: აიღეთ გლიცერინისა და ძმრის ხსნარი (3 სუფრის კოვზი გლიცერინი 1 ჩაის კოვზი ძმარი) ფეხები არ ჩამოიბანოთ, პირდპაირ ჩაიცვით ნასკები და ისე დაიძინეთ. დილით, გაღვიძებისას ფეხები კარგად დაიბანეთ თბილი წყლით. ეს პროვედურა გაიმეორეთ 1-2 ჯერ კვირაში. შედეგი ნამდვილად სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

 

გლიცერინი - ეს არის უსაფრთხო და ადვილად ხელმისაწვდომი საშუალება. ის იყიდება ნებისმიერ აფთიაქში ასევე სხვადსხვ მაღაზიებსა და ინტერნეტ მაღაზიებშიც კი. ეს პრეპარატი არის ძალიან ეფექტური და ნამდვილად არ ღირს ძვირი. გაუზიარეთ მოცემული რჩევები მეგობრებს, ასწავლეთ მათაც თუ როგორ შეიძლება გაუხეშებული ქუსლების მოვლა.