ჯანმრთელობა

ძილი

როგორ მოქმედებს ადამიანზე უძილობა (თუ ის დიდი ხნის მანძილზე არ იძინებს)

როგორ მოქმედებს ადამიანზე უძილობა (თუ ის დიდი ხნის მანძილზე არ იძინებს)

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

თუ ადამიანს არ მივცემთ დაძინების საშუალებას 7 დღის მანძილზე, უკვე მე5-ე დღედან ჩნდება სიკვდილის რისკი უძილობისგან - მაგალითად უძილობამ შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი, ასევე ჰალუცინაციები. ადამიანი მოწყობილია შემდეგნაირად, ფიზიკური და გონებრივი შრომის შემდეგ მას ესაჭიროება დაძინება და ენერგიის აღდგენა. ძილის დროს ტვინში აქტიურად ირთვება ქვეცნობიერი და ხდება ინფორმაციის დამუშავება რომელიც დაგროვდა მთელი დღის მანძილზე. სხეულის კუნთები ისვენებს, შიდა ორგანოები კი დაკავებულები არიან ფუნქციონირებით, ცნობიერება კი გათიშულია დროებით. რატომ არის აუცილებელი დაძინება სპეციალურ დროს და გამოძინება საკმარისი დროით? ამ კითხვებზე პასუხს მარტივად გაიგებთ, თუ დააკვირდებით ადამიანებს რა მოსდით მათ როცა ისინი იტანჯებიან უძილობითა და ინსომნიით სხვადასხვა მიზეზების გამო.

 

საფეხურები

  1. 1 პირველი დღე

    პირველი დღე ძილის გარეშე ძალიან ცოტაა. შეიძლება გაიხსენოთ კიდეც დღეები, როცა 24 საათის განმავლობაში თვალიც არ მოგიხუჭავთ. სიმპტომები გექნებოდათ შემდეგი, ცუდი მახსოვრობა, დაბალი კონცენტრაცია, რთულია ხანგრძლივად რამეზე გქონდეთ ყურადღება გამახვილებული. შესაძლოა ამ ყველაფერს თან ახლდეს თავის ტკივილიც. ირღვევა კუჭის მონელების ფუნქცია. ზუსტად ეს სიმპტომებია დამახასიათებელი, რასაც იწვევს 1 ღამის უძილობა. გონებას არ შეუძლია სწორად ფუნქციონირება და მახსოვრობაზეც გექნებათ პრობლემები, რადგან ნეორკოტექსის აღდგენა ვერ მოხერხდა ღამით. ადამიანის ორგანიზმში ყველა სისტემა ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ამიტომაც ყველა ორგანო რეაგირებს ძილის ნაკლებობაზე. 1 ღამის უძილობას, რა თქმა უნდა არ შეუძლია ჯანმრთელობას მიაყენოს სერიოზული ზიანი, თუმცა არასასიამოვნო შეგრძნებები და მძიმე ხასიათი გარანტირებული გექნებათ შემდეგ დღეს.
  2. 2 2-3 დღე

    ირღვევა არა მხოლოდ ყურადღება, არამეთ მოძრაბის კორდინაცია.ტვინს არ შეუძლია იმუშავოს გამართულად დასვენების გარეშე, ამიტომაც, შემოქმედებითი აზროვნებასა და რაციონალური ფიქრის შესახებ შეიგიძლიათ დაივიწყოთ. ადამიანი რომელსაც არ უძინია 3 ღამე, ის იმყოფება ნერვული აშლილობის ზღვარზე. ის არის ემოციურად გამოფიტული. ამან შეიძლება გამოიწვიოს პანიკა და ნერვული შეტევა. ადამიანს უნდება მლაშე, მარილიანი, ცხარე, ცხიმიანი, რადგან ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა მუშაობს ცუდად და გაუმართავად. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დაძინებაც უფრო რთულდება, რადგან ნერვული სისტემა ძალიან "გადამწვარია".
  3. 3 4-5 დღე

    ჰალუცინაციები იწყება ყველავ შემთხვევაში. ადმიანი იწყებს ლაპარაკს, ისე რომ მისი ნალაპარაკიდან აზრის გამოტანა რთულია. ის ვერ ხვდება რა ემართება მას. უმარტივესი რამის გაკეთებაც,მინიმალური პრობლემის გადაწყვეტა მისთვის შეუძლებელი ხდება. მრისხანება, გაბრაზება, აგრესია უძილობის დროსთან ერთად პროპორციულად იზრდება. ტვინსი თხემის პროფენტალური ზონა წყვეტს მუშაბას, სწორად ამიტომაც ჩნდება ზემოარნიშნული სიმპტომები.
  4. 4 6-7 დღე

    ამერიკელი სტუდენტს, რენდი გარდნერს,არ ეძინა 11 დღე-ღამე. უკვე 7-ე დღეს ის იქცეოდა ძალიან უცნაურად, მას ჰქონდა ძლიერი ჰალუცინაციები და გაუჩნდა ალცგეიმერის დაავადების ნიშნები. მას ჰქონდა პარანოია და ვერ იმორჩილებდა კიდურებს სწორად. სწორად ეს სიმპტმები აღენიშნა სამეცნიერო ექსპერიმენტის დროს სტუდენტს.
  5. 5 უძილობის მიზეზებს შორის გამოარჩევენ ნერვიულობასა და დაძაბულობას, ჩნდება ტკივილები და ირღვევა მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება. ჩახუთულობა, ცუდი განათება, მოუხერხებელი საწოლი - ეს მიზეზები უშლის ხელს დაძინებას. თვითონ უძილობას და ინსომნიას ეძახიან ბევრი დაავდების გამომწვევს. ექიმები ამბობენ, თუ გინდა ჯანმრთელობა მოიწესრიგე ძილი. არის ხოლმე, როცა ადმიანი არ იძინებს რამდნეიმე დღე-ღამე საკუთარი ინიციატივის გამო - ეს შეიძლება იყოს გამოწვეული სამსახურის მიზეზით. როცა ასე აპირებთ მოქცევას, თქვენ უნდა იყოთ ინფორმირებული თუ რა შედეგი შეიძლება ამ ყველაფერმა გამოიღოს. რეკომენდირებულია ძილი ღამით, ძილში ადამიანის სხეული გამოიმუშავებს ჰორმონს მელატონინს, ეს ჰორმონი ახანგრძილებს ახალგაზრდობას, ეხმაბრეა ტვინს უკეთ მუშაობაში, იცავს ადამიანს ონკოლოგიური დაავადებისგან. ძილი ეს არის წამალი, რომელიც ყველას ესაჭიროება. გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, რომელთაც აწუხებთ ეს პრობლემა.