როგორ გავაკეთოთ ლამაზი მძივი ღილების გამოყენებით - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ ლამაზი მძივი ღილების გამოყენებით

 

განვიხილოთ, მძივის გაკეთების ყველაზე მარტივი ვარიანტი. აიღეთ ბუჟუტერული პატარა ბეჭედი და დაამაგრეთ ის მავთულზე, როგორც ეს ფოტოაზეა მარტივად და ადვილად ნაჩვენები.

 

დასაწყისისთვის საჭიროა ჯერ ერთი მხრიდან იყოს დამაგრებული "მძივაკები" და შემდეგ ღილები.ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მავთული იყოს დაფარული და გადაბმა არ ჩანდეს უხეშად.

 

მას შემდეგ რაც წინა საფეხურს წარმატებით შეასრულებთ, დროა დაიწყოთ ღილების აცმა მავთულზე. საჭიროა ლამაზად შეარჩიოთ და გაანაწილოთ ისინი პროპორციულად. შეეცადეთ რომ არ იყოს ძალიან ქაოტური. შეეცადეთ ფერები საინტერესოდ იყოს შეხამებული და ასევე ღილების ფორმებიც. სიმეტრია ყოველთვის ლამაზია.

 

არ დაგავიწყდეთ, რომ მძივის მეორე დარჩენილ თავისუფალ ბოლოშიც გჭირდებათ ბიჟუტერული ბეჭდის დამაგრება.

 

ამ საფეხურზეც ვიმეორებთ იგივეს, ოღონდ მეორე ბოლოსთვის რაც გავაკეთეთ მეორე საფეხურში. საჭიროა დავფაროთ მავთული და ბეჭედი, ხოლო დარჩენილი ზომა მაკრატლით გავჭრათ. "მძივაკებით" კი ადვილად დაიფარება ყველაფერი გადაბმის ადგილი.

 

საბოლოო შტრიხი - თქვენს მძივს უნდა შეურჩიოთ სასურუველი ძეწკვი (ცეპი), რომლის საშუალებითაც შეძლებთ მის კისერზე დკიდებას. ამ დეტალის დამატები შემდეგ, თქვენი საზაფხული მძივი იქნება მზად. გავბედავ და მაინც ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ მოცემული მოცემული მძივი (ღილებით) არ გამოდგება სერიოზული საქმიანი შეხვედრებზე გასაკეთებლად, არც საღამოს კაბასთან ერთად. თუმცა ისე შესანიშნავად მოუხდება მოკლე კაბას, შორტებს, სადა მაისურს და ჯინსების შარვალს.