როგორ შევწვათ ხრაშუნა კარტოფილი ფრი ზეთისა და ცხიმის გარეშე - rogor.ge

როგორ შევწვათ ხრაშუნა კარტოფილი ფრი ზეთისა და ცხიმის გარეშე

 

აიღეთ საშუალო ზომის კარტოფილები, კარგად გაასუფთავეთ და დაჭერით 1 სანტიმეტრის სისქეზე. დიდი ზომის შემთხვევაში ის არ დაიბრაწება კარგად, ხოლო თუ თხელი იქნება პირიქით, ძალიან მალე დაიწვება.

 

აიღეთ კვერცხი, გატეხეთ ისე, რომ ცილა დარჩეს მარტო და მოათავსეთ თასში. მარილი, პაპრიკა და შავი პილპილი, კარგად აურიეთ ერთმანეთში ისე, რომ ცილა გადაიქცეს ქაფის მასად.

 

მოამზადეთ თქვენ მიერ დაჭრილი კარტოფილი და ჩადეთ იმ თასში, სადაც არის მომზადებული ცილის მასა. შეეცადეთ, რომ კარგად აურიოთ ერთმანეთში და კარტოფილები გაიჟღინთოს სითხით.

 

გაამზადეთ ღუმელი, გაახურეთ ის 200-დან 220 გრადუსამდე. მის ფირფიტაზე მოათავსეთ სუფთა პერგამენტული ქაღალდი და მასზე სათითაოდ დაალაგეთ კარტოფილები. შემდეგ შედგით გაცხელებულ ღუმელში .

 

კართოფილი ღუმელში უნდა იმყოფებოდეს 8-10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გახსენით ის, ფირფიტას მოაშორეთ ქაღალდი და გააგრძელეთ მისი შეწვა იმ კონდიციამდე, სანამ კარტოფილი არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.

 

როგორც მიხვდებით, რომ თქვენი კერძი გამზადდა, გამოიღეთ ღუმელიდან და რამდენიმე წუთი დააცადეთ გაგრილება. ამის შემდეგ კი თამამად შეგიძლიათ უკვე დატკბეთ კართოფილი ფრი-ს ხრაშუნა გემოთი. არ დაგავიწდეთ, რომ მეგობრებსაც გაუზიაროთ ცოდნა, თუ როგორ მოამზადონ ასეთი გემრიელობა ზეთისა და ცხიმის გარეშე.