როგორ ავირიდოთ დაავადებების გავრცელებს რისკი წყალდიდობის შემდეგ - rogor.ge

როგორ ავირიდოთ დაავადებების გავრცელებს რისკი წყალდიდობის შემდეგ

 

ა) 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობით გამოწვეული გადამდებ დაავადებათა გავრცელების რისკი არაფრით აღემატება ნებისმიერი წყალდიდობის დროს გამოწვეული რისკებისგან;

 

ბ) გადამდებ დაავადებათა თვალსაზრისით ყველაზე მაღალი რისკის მომცველია სასმელი და რეკრეაციული წყლები;

 

გ) წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად;

 

• არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში არ ხართ დარწმუნებული. ანადუღარი წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში;

 

• სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება; • შეგროვილი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში და არ გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა სითხის შესანახად); გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი: • ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად • საკვების მოსამზადებლად • სასმელების დასამზადებლად • ყინულის მოსამზადებლად • ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის გასარეცხად • ხელების დასაბანად ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი;

 

საკვებთან დაკავშირებული საფრთხეების შემცირების მიზნით: მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს; მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მზა კერძი მოთავსეთ მაცივარში; მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი პროდუქტი და მზა კერძები. უმი პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მზა კერძები - თავდახურულ ჭურჭელში. გახსოვდეთ! მაცივარი არა არის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების გარანტი ელექტროენერეგიის გათიშვის შემთხვევაში. თუ ელექტრო ენერგია ხანგრძლივად არ მოგეწოდებათ, შესაძლოა თქვენი კერძების კეთილსაიმედობა საეჭვო გახდეს.

 

დაზარალების ეპიცენტრში ყოფნისა, გაითვალისწინეთ: არ გამოიყენოთ საკვებად წყალში ჩაძირული პროდუქტები. თუ გაქვთ ჭა, მისი წყლის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სრულად ამოტუმბვის და დეზინფექციის (ქლორი) შემდეგ, სასმელად და ხილ-ბოსტნეულის გასარეცხად გამოიყენეთ გადადუღებული ან ბოთლში დაფასოებული წყალი; გარეცხეთ (გამოხარშეთ) დაბინძრებული ჭურჭელი, ან გარეცხვისთვით გამოიყენეთ საპონშემცველი საშუალებები და ე.წ. მათეთრებელი.