როგორ მოვამზადოთ საქონლის ენა ღვინოში - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ საქონლის ენა ღვინოში

 

ენა გარეცხეთ საგულდაგულოდ და მოათავსეთ ადუღებულ წყალში. ადუღეთ 10-15 წუთის განმავლობაში. შემდგომ ამოიღეთ ენა, გადაავლეთ ცივი წყალი და მოაცალეთ კანი.

 

კვლავ აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მარილი და მოათავსეთ ენა მოსახარშად დარბილებამდე.

 

ენა გადაიღეთ ცალკე ჭურჭელზე. ამასობაში მოამზადეთ ღვინის მარინადი.

 

ამისათვის ჩაასხით ღვიო ქვაბში, დაამატეთ ხახვის თავი, ნიორი, დაფნა, მიხაკი, ბაჰარი, მარილი და პილპილი გემოვნებით.

 

წამოადუღეთ ღვინის მარინადი და მოათავსეთ მასში ენა. ხარშეთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.

 

ენა ამოიღეთ ღვინის მარინადიდან, გააციეთ და მოათავსეთ მაცივარში ერთი საათის განმავლობაში. ენა გამაგრდება და შეგიძლიათ დაჭრათ.

 

 

თუ გნებავთ ენა მიირთვათ თბილ ან ცხელ მდგომარეობაში, ჩადეთ ენის ნაჭრები ცხელი ღვინის მარინადში ან გააცხელეთ მიკროტალღურ ღუმელში.