როგორ გამოვიყენოთ წყალბადის ზეჟანგი სასარგებლოდ ყოველდღიურობაში - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ წყალბადის ზეჟანგი სასარგებლოდ ყოველდღიურობაში

 

ათეთრებს ტანსაცმელს გააქათქატეთ და შესძინეთ პირველადი სისუფთავე ტასაცმელს ან თუნდაც პირსახოცს, საჭიროა მხოლო წყალბადის ზეჟანგის დამატება რეცხვის დროს. ეს ხერხი, ასევე უზრუნველყოფს იმას რომ დროთა განმავლობაში არ გაყვითლდეს ნაჭერი. წყალბადის ზეჟანგი ასევე დაგეხმარებათ ამოიყვანოთ რთულად მოსაშორებელი ლაქები. დაასხით მცირეოდენი დოზით წყალბადის ზეჟანგის ხსნარი ლაქას, რატოვეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ ჯაგრისით და ცივი წყლით მარტივად შეძლებთ ლაქასთან გამკლავებას.

 

არჩენს ფეხის სოკოს გააზავეთ წყალბადის ზეჟანგი წყალთან პროპორციით 1:1-თან. ყოველ საღამოს წაისვით ხსნარი კანის დაზიანებულ ადგილას.

 

შველის კისრის ტკივილს შესანიშნავი საშუალებაა მათთვის ვისაც დიდი ხნის მანძილზე უწევს ჯდომა არაკომფორტულ პოზაში რაც იწვევს ტკივილს. თუ თქვენ გაგიშეშდათ კისერი და გაქვთ არასასიამოვნო შეგრძნებები დაასველეთ ცხვირსახოცი წყალბადის ზეჟანგით და დაიდეთ. ზემოდან აუცილებლად დაიდეთ პირსახოცი, ხოლო მიღებული კომპრესი გაიჩერეთ 10-20 წუთით. ამ რჩევის გამოყენება გამოიწვევს შემდეგს, კარგად გახურდება კუნთები და მოიხსნება დაჭიმულობა ტკივილთან ერთად.

 

შველის სურდოსგან შეაზავეთ 1 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგის ხსნარი ერთ ჭიქა მინერალურ, არაგაზირებულ წყალს. მიღებული ნაზავი გამოიყენეთ როგორც სურდოს სპრეი, შედეგს მალევე ნახავთ.

 

პირის ღრუში გამოსავლებად იმისათვის რომ პირის ღრუში არსებული ჭრილობებისგან გათავისუფლდეთ აიღეთ 10 მლ წყალბადის ზეჟანგი და გამოივლეთ პირში 5 წუთის განმავლობაში. ეს საშუალება ასევე დაგეხმარებათ კბილების გათეთრებაში და აფერხებს კარიესის განვითარებას. სხვადასხვა პირში გამოსავლები საშუალებების მაგივრად გამოიყენეთ ხოლმე წყალბადის ზეჟანგი,მისი დამატება შეიძლება სახლის კბილის პასტაშიც.

 

კონტაქტური ლინზების დეზინფექცია ხანდახან შეიძლება ოპტიკური ხსნარი, რომელიც გამოიყენება ლინზების დეზინფექციისთვის ჩავანაცვლოთ წყალბადის ზეჟანგით. ის შლის ცილებს, რომლებიც გროვდებიან ლინზაზე.

 

ამარტივეს სახლის დალაგებას წყალბადის ზეჟანგი ხოცავს მიკრობებს. დაიტანეთ ის მცირეოდენად საწმენდ ჩვარზე ან გაურიეთ მაღაზიაში ნაყიდ საშუალებას. ის ასევე კარგად ასუფთავებს სარკეებსა და შუშას. მისი გამოყენება ძალიან კარგია სააბაზანოს დეზინფექციისთვის. მისი გამოყენება მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ დროს.

 

არჩენს ყელის ტკივილს იმისათვის, რომ შეიმსუბუქოთ ყელის ტკივილი, შეაზავეთ 1/2 ჭიქა თბილი წყალი, 1/4 წყალბადის ზეჟანგს. მიღებული ხსნარი კი კარგად გამოივლეთ ყელში. ეს ასევე შესანიშნავია გაციებისა და ვირუსული ბაქტერიების პრევენციისთვის. წყალბადის ზეჟანგი ხოცავს ვირუსულ ბაქტერიებს.

 

ყურების გაწმენდა შეაზავეთ რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი თბილ წყალთან. ყურის სამწნედი ბამბის ჩხირი მოათავსეთ მასში და მისი გამოყენებით გაიწმინდეთ ყური. ამ გზით თქვენ მარტივად შეძლებთ ყურების გასუფთავებას.