როგორ გავიგოთ რამდენად ახალია და ვარგისი კვერცხი თუ მასზე არ არის დროის შტამპი - rogor.ge

როგორ გავიგოთ რამდენად ახალია და ვარგისი კვერცხი თუ მასზე არ არის დროის შტამპი

 

აიღეთ ღრმა თასი, სასურველია იყოს გამჭვირვალე და მინის. ჩაასხით მასში წყალი. მოათავსეთ მასში კვერცხი და დააკვირდით თუ რა მოუვა მას.

 

როცა კვერცხი ეშვება ფსკერზე და იკავებს ჰორიზონტალურ პოზიციას ის, ეს მიგვანიშნებს, რომ ის არის ახალი და უვნებელი, თავისუფლად შეგიძლიათ მისი გამოყენება.

 

თუ კვერცხის წყალში მოთავსებისას, ის მოთავსებულია ფსკერზე, ოღონდ გადახრილია რომელიმე მხარეს და წვეტიანი ნაწილი მოთავსებულია ზემოთ, ეს ნიშნავს, რომ კვერცხი არის დაახლოებით ერთი კვირის, თუმცა კარგ მდგომარეობაშია და მისიგამოყენება პრობლემოდ შეიძლება.

 

თუ კვერცხი ტივტივებს წყალში, წვეტიანი ნაწილით ზემოთ, და არის ვერტიკალურ მდგომარეობაში, ეს ნიშნავს, რომ ის დაახლოებით სამი კვირის არის და მისი ვარგისიანობის ვადა თითქმის გავიდა. მისი გამოყენება შეიძლება თუმცა არ არის რეკომენდებული.

 

ნებისმირი კვერცხი, რომელიც წყალში მოთავსებისას ტივტივებს ზედაპირზე, მისი გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება.ის მავნეა ჯანმრთელობისათვის.

 

როგორც წესი, მაღაზიაში ნაყიდ კვერცებს აქვს სპეციალური დროის შტამპი, თუმცა სოფლის კვერცხებს ის არ აქვთ, ასევე შეიძლება დარღვეული იყოს კვერცხის შენახვის პირობები, რაც იწვევს მის დროზე ადრე გაფუჭებას. როგორც წესი კვერცხი, სწორი შენახვის პირობებში ვარგისია ოთხი კვირის მანძილზე. ხოლო დიეტურად ითვლება კვერცხი რომელიც არის ერთი კვირის. გაუზიარეთ მეგობრებს ეს ინფორმაცია !